სხვა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული აქტი აღკვეთა,რომელიც 9 მაისს მოსკოვში იყო დაგეგმილი 2016, 6 მაისი, 9:57 რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა(ФСБ) დააკავა ცენტრალური აზიის მოქალაქეები, რომლებიც მოსკოვში, 9 მაისს, აღლუმზე გეგმავდენ ტერორისტულ აქტს. ტერორისტების გეგმაში იყო მოსკოვში და მოსკოვის გარეუბანში, ფაშიზმზე გამარჯვების დღესასწაულზე სახალხო სეირნობის დროს მოქალაქეების მიმართ უმისამართო ცეცხლის გახსნა. ტერორისტები სირიიდან და თურქეთიდან არიან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე მათი სახელები ჯერჯერობით არ ხმაურდება.ჩხრეკის დროს ამოღებულია დიდძალი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა. წინაისტორია, გეგმა და დაკავება
2015 წლის ოქტომბერში ყირგიზეთის მოქალაქე საიდოვი მოსკოვში ჩამოვიდა სამუშაოდ.სამშობლოში მას ცოლი და ოთხი მცირეწლოვან შვილი დარჩა.სამუშაოს ძებნაში საიდოვი დარეგისტრირდა სოციალურ ქსელ "ოდნოკლასნიკებში", სადაც რამდენიმე თვის შემდეგ მას "ისალმური სახელმწიფოს" ბოევიკები დაუკავშირდნენ.
ტერორისტებმა საიდოვს დაავალეს მოეწყო ტერაქტი 9 მაისს მოსკოვში.მას გადასცეს ორი ავტომატი კალაშნიკოვი ვაზნებით, რომელიც საიდოვმა მითითებული ადგილიდან, -ნაგვის კონტეინერიდან აიღო.
საიდოვს უნდა მოეწყო "წითელი ქორწილი"-ასე დაარქვეს ტერორისტულ აქტს ბოევიკებმა.საიდოვმა წინასწარ მსხვილი თანხაც მიიღო, იმდენი რომ შეძლო ვალების გასტუმრებაც.
2 მაისს ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სპეცრაზმელებმა შელკოვის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მიაკითხეს საიდოვს და მის თანამზრახველს(რომლის გვარიც ჯერჯერობით არ ხმაურდება)..საიდოვმა ჩეკისტებს ცეცხლი გაუხსნა, თუმცა მოულოდნელად, გაუგებარია რატომ, ხელში ავტომატი აუფეთქდა. საპასუხო ცეცხლის დროს სპაცრაზმელებმა საიდოვი ფეხში დაჭრეს.
საიდოვმა დაკითხვის დროს ყველაფერი დაფქვა.განაცხადა, რომ ეროვნებით უზბეკია და გაჭირვებამ აიძულა "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში გაერთიანებულიყო.
86 7-ს მოსწონს 1-ს არა
|