საბუნებისმეტყველო სავარაუდოდ, სამყაროში უამრავი ცივილიზაცია არსებობს (შანსი იმისა, რომ მარტონი ვართ – 10 მილიარდ ტრილიონში, მხოლოდ ერთია) 2016, 16 მაისი, 12:39
დასმულ შეკითხვებზე ამომწურავი პასუხი, აღნული საკითხებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ, ჯერ კიდევ, 1961 წელს მიიღო და ის დღეს, ფრენკ დრეიკის ფორმულის სახელით არის ცნობილი: «კითხვა, იმის შესახებ, არსებობენ, თუ არა, სხვა განვითარებული ცივილიზაციები სამყაროში, დამოკიდებულია სამ დიდ ალბათობაზე, რომელიც ფორმულაში არის მოცემული», – თქვა მეცნიერმა. ან
სადაც: N — არის გონიერი ცივილიზაციების რაოდენობა, რომლებსაც ჩვენთან კონტაქტში შემოსვლის სურვილი აქვთ; N*— ვარსკვლავების რაოდენობა ჩვენს გალაქტიკაში; fp — ვარსკვლავების წილი, რომლებსაც პლანეტები აქვთ; ne — ალბათობა, პლანეტების (და მათი თანამგზავრების) საშუალო რაოდენობისა, რომელზეც არის ყველა პირობა, ცივილიზაციის ჩასახვისთვის; fe — იმის ალბათობა, რომ ხელსაყრელ პირობებში სიცოცხლე ჩაისახება; fi— ალბათობა, სიცოცხლის გონიერი ფორმების განვითარებისა, პლანეტებზე, სადაც არსებობს სიცოცხლე; fc — პლანეტების რაოდენობის თანაფარდობა, რომელზეც გონიერი ცივილიზაცია არესებობს და მზად არის კონტაქტში შემოსასვლელად, იმ პლანეტებთან, რომელზეც გონიერი სიცოცხლე საერთოდ არსებობს; L — ცივილიზაციის არსებობის დრო (ანუ დრო, რომლის მანძილზე ცივილიზაცია არსებობს და კონტაქტში შემოსვლის სურვილი აქვს); Tg — ჩვენი გალაქტიკის სიცოცხლის ხანგრძლივობა; სამყაროში სხვა სიცოცხლის არსებობის ორი ფორმულა: დრეიკის ფორმულა (ზევით) და ადამ ფრანკის და ბუდრაფ სალივანის შედარებით ახალ ფორმულა.
როგორც გაირკვა, ვარსკვლავების საერთო რაოდენობის 1/5 გააჩნია სიცოცხლის ზონები ანუ ისეთივე ორბიტები, როგორზეც ჩვენი პლანეტა მოძრაობს. ამის დადგენა, კოსმოსური ტელესკოპის – «კეპლერის» და სხვა პლანეტარული კვლევის მასალების შესწავლის შედეგად მოხერხდა. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან რთულია და ამიტომ მკვლევარებმა ის სხვა კითხვით ჩაანაცვლეს: «ვართ თუ არა ჩვენ ერთადერთი ტექნოლოგიური სახეობა, რომელიც ოდესმე განვითარებულა სამყაროში?». იმისთვის, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცათ, მათ დაუშვეს, რომ სამყაროში მარტონი ვართ. როდესაც ეს ალბათობა, უკვე ცნობილი ვარსკვლავების რაოდენობას შეუფარდეს, აღმოჩნდა, რომ ამის შანსი – 10 მილიარდ ტრილიონში, მხოლოდ ერთია. კეპლერის მიერ აღმოჩენილი, დედამიწის პირობების მსგავსი ოთხი პლანეტა და დედამიწა: Kepler-22b, Kepler-69c, Kepler-62e, 62f-Kepler (მარცხნიდან მარჯვნივ)
A = «Nast» X «fbt»
მკვლევარები ამბობენ, რომ ერთი – 10 მილიარდ ტრილიონზე, ძალიან დაბალი ალბათობა არის იმის დასამტკიცებლად, რომ სამყაროში მარტონი ვართ. მაგრამ, სამყაროს უზარმაზარ მანძილზე არსებობა, ცივილიზაციის არსებობის პერიოდის განუსაზღვრელობასთან კომბინაციაში, იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა პლანეტაზე არსებული ცივილიზაციების წარმომადგენლები, ერთმანეთს ვერასოდეს შეხვდებიან. «ჩვენი ცივილიზაცია, დაახლოებით, 10 000 წლის არის. თუ დავუშვებთ, რომ ტიპიური ცივილიზაციები ათეულობით ათასი წლის მანძილზე ცხოვრობენ, სამყაროს არსებობის 13 მილიარდი წლის მანძილზე, უამრავი ცივილიზაცია შეიძლებოდა ყოფილიყო და ისიც შესაძლებელია, რომ სხვა ცივილიზაციები უკვე დაიღუპნენ და მხოლოდ ჩვენ დავრჩით – აცხადებენ მეცნიერები. 960 11-ს მოსწონს 1-ს არა |
როდესაც ასტეროიდი ეცემა დედამიწას, ხომ შეიძლება იმ ასტეროიდზე იყოს არადედამიწური ბაქტერიები, ანუ ესენი არიან არადედამიწელები, რაც ნიშნავს, რომ ისინი უცხოპლანეტელები არიან. ჩვენ უკვე ვიპოვეთ ბაქტერიები-უცხპლანეტელები, თუმცა ამ ასტრონომებს მაინცდამაინც ცივილური არსების ნახვა სურთ. ჯერ დაიწყონ არადედამიწური ბაქტერიების შესწავლა და მერე მიხედონ ცივილურ არსებებს.
რაც შეეხება უცხოპლანეტელებს, მათ არსებობას ვერავინ ამტკიცებს. რელიგია ამბობს არ არიანო, მეცნიერება არიანო. ვერარ გავიგე. ამის გადაჭრა შესაძლებელია: დაველოდოთ ან მათ მოსვლას ან შეიძლება ჩვენ ვნახოთ ისინი.
დრო გვიჩვენებს, დრო ხომ პასუხია!
ასე, რომ, ეს ყველაფერი არც ისე მარტივი არის.