სხვა როგორ უნდა დავლიოთ რძე სწორედ (სასარგებლო რჩევები) და პროდუქტები, რომლითაც რძის ჩანაცვლება არის შესაძლებელი 2016, 5 მაისი, 11:18 რძე, ბუნების მიერ, ჩვენთვის ბოძებული ჯადოსნური პროდუქტია. ის მდიდარია ნივთიერებით, რომელიც საჭიროა ორგანიზმისთვის, კერძოდ, ძვლების ზრდა-განვითარების და სიმტკიცისთვის. რძე ასევე ამაგრებს კბილის ემალს და ამაღლებს თავის ტვინის აქტიურობის პროცესს.
რძემ უფრო მეტი სარგებლობა რომ მოგვიტანოს, ის გარკვეული წესების დაცვით უნდა დავლიოთ: 1. რძე უნდა იყოს ახალი და სანდო წყაროდან. მისი ხანგრძლივი დუღილი ან განმეორებითი ადუღება, იწვევს რძის ცილების სტრუქტურის ცვლილებას და მისი სარგებლო თვისებები კლებულობს. ამიტომ, რძე როგორც კი წამოდუღდება, მაშინვე უნდა გადმოდგათ ცეცხლიდან. 2. იმისთვის, რომ ორგანიზმმა რძის ათვისება შეძლოს, ის სხვა საკვებთან ერთად არ უნდა დალიოთ.
6. სამკურნალო რძე კურკუმით, სასურველია ძილის წინ მიიღოთ, ის აუმჯობესებს ძილს და აღადგენს სისხლს და კანს.
10. რძე ზაფრანით — საუკეთესო გამაახალგაზდავებელი საშუალებაა ქალისთვის, კარგად მოქმედებს მის ფსიქიკაზე და რეპროდუქციულ სისტემაზე.
იმ შემთხვევაში, თუ რძით მკურნალობას არ აპირებთ, ანუ თუ მას სანელებლების გარეშე სვავთ, უნდა იცოდეთ, რომ ძირითადი მიკროელემენტი რომელიც რძის შემადგენლობაში არის – კალციუმია, რომელიც ასევე ყველაზე გავრცელებული მიკროელემენტია ადამიანის ორგანიზმში და რომლის უდიდესი ნაწილი, ძვლებსა და კბილებში არის კონცენტრირებული. ბავშვობიდან გვესმის, რომ კალციუმის ძირითადი წყარო – რძე არის და რომ მისი მიღება აუცილებელია, მტკიცე ძვლები და კარგი კბილები რომ გვქონდეს. სინამდვილეში, რძე არც თუ ისე ბევრ კალციუმს შეიცავს, რომ ბავშვებს მისი დალევა ვაიძულოთ. კალციუმს, რძის გარდა, სხვა პროდუქტებიც შეიცავს და მათი ჩამონათვალი ქვემოთ არის მოცემული (სია სრული არ არის. მასში მხოლოდ ის პრდუქტებია, რომლებშიც კალციუმის შემცველობა 100 მილიგრამს აღემატება, 100 გრამ პროდუქტზე გაანგარიშებით).
ყაყაჩო — 1 460 მგ.
მშრალი რძე — 1 000 მგ. მაგარი ყველი (ქარხნული) — 900 მგ. სეზამი — 670 - 975 მგ. ჭინჭარი — 713 მგ. სულგუნი — 650 მგ. გუდის ყველი — 500 მგ. მრავალძარღვა — 412 მგ. რეჰანი — 370 მგ. შესქელებული რძე შაქრით — 305 მგ. ასკილი — 257 მგ. ნუში — 273 მგ. ოხრახუში — 245 მგ. თხილი — 226 მგ. ამარანტი, თესლი — 214 მგ. წიწმატი — 214 მგ. კამა — 170 მგ. ცხვრის რძე — 170 მგ. ნაყინი პლომბირი — 140 მგ. ძროხის რძე — 120 მგ. გარგარის ჩირი (კურაგა) — 120 მგ. მზესუმზირა, თესლი — 115 - 300 მგ. არაჟანი — 120 მგ. ხაჭო — 120 მგ. ისპანახი — 106 მგ.
2124 10-ს მოსწონს
|