კულტურა გასული საუკუნის 8 შოკისმომგვრელი მოვლენა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე ძლიერად მოქმედებს 2016, 4 მაისი, 11:39 სისხლიან საუკუნედ ცნობილ XX- საუკუნეში, ორი მსოფლიო ომის გარდა, კიდევ განვითარდა რამოდენიმე შოკისმომგვრელი მოვლენა, რომელიც ისტორიას არ დავიწყებია. ამ სტატიაში გაჩვენებთ პირველ ნაწილს, სადაც საუბარი იქნება მხოლოდ 8 მოვლენაზე, თუ მოგეწონებათ, აუცილებლად დავდებ გაგრძელებასაც. ახლა ვნახოთ გასული საუკუნის 8 შოკისმომგვრელი მოვლენა, რომელიც ადამიანის ფსიქოლოგიაზე ღრმად მოქმედებს...
დაკარგული თაობა (1910-1970)
1910 წლიდან 1970 წლების ინტერვალში დაახლოებით 100 000 აბორიგენთა ტომის ბავში მოიტაცეს და თავი მოკვეთეს. სინამდვილეში ეს იმას ნიშნავდა, რომ აბორიგენთა მოდგმა უნდა განადგურებულიყო. იტალია-აბისინიის ომი (1935-1941)
1935 წლის ოქტომბრის თვეში იტალიის სამხედრო არმია შეიჭრა აბისინიაში. იტალიამ დაარღვია ჟენევის ოქმი და ომში გამოიყენა მდოგვის გაზი. ამასთან ერთად სამხედრო არმიამ მიიღო ბრძანება იმის შესახებ, რომ ეს გაზი უნდა გამოეყენებითან ასევე მოქალაქეების წინააღმდეგ. ამით არ დაკმაყოფილდნენ...მათ დაბომბეს წითელი ჯვრის და ნახევარმთვარის საავადმყოფოები, გადაწვეს ყანა-ვენახები. 1941 წელს დიდი ბრიტანეთის ჩარევით იტალიამ შეწყვიტა აბასინიის გაპარტახება. აბასინიის მხრიდან მოქალაქე-სამხედროიანად ჯამში 760 000 ადამიანი დაიღუპა. ჰოლოკოსტი (1933-1945)
ფაშისტურ რეჟიმმა, მოკავშირეების მონაწილეობით 6 მილიონი ებრაელი ჯერ აწამა და შემდეგ სიკვდილით დასაჯა. II. მეორე მსოფლიო ომი (1939-1945)
ისტორიის ერთ-ერთი ფართომასშტაბიანი ომი, რომელიც ისტორიას ალბათ არასოდეს არ დაავიწყდება. მეორე მსოფლიო ომს მშვიდობიან მოქალაქეებთან ერთად 72 მილიონი ადამიანი შეეწირა. ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ განადგურებულ იაპონიას, რომელიც ატომური ბომბების მსხვერპლი გახდა. გაუპატიურების შემთხვევები
მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიაში საშინელელი კანიბალიზმი დაიწყო. მიწების დაკარგვასთან ერთად, ქვეყნის ქალებზე დაიწყო ძალადობა. გერმანიამ და აშშ-მ დაახლოებით 12 000 გერმანელი ქალი გაუპატიურეს, ხოლო რუსებმა მილიონზე მეტი. კორეის ომის (1950-1953)
სისხლიან საუკუნეში რათქმაუნდა დაუვიწყარი იყო კორეის ომი, სადაც ქვეყანა ასევე საბოლოოდ გაიყო. ომს 3 მილიონზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა. ალჟირი (1954-1962)
8 წლიანი დამოუკიდებლობის ომს 1.5 მილიონი მუსლიმის სიცოცხლე შეეწირა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, 1945 წლის მაისის თვეში საფრანგეთის მთავრობამ ბრძანება გასცა ქვეყნის აჯანყებულ ალჟირელ მოქალაქეების დახვრეტაზე, რამაც მსოფლიო მასშტაბით დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საბოლოოდ ალჟირმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. სუდანის სამოქალაქო ომები (1955-1972) და (1983-2005)
დიდ ბრიტანეთმა სუდანი ორად გაყო: სამხრეთ და ჩრდილოეთ სუდანი. აქედან გამომდინარე დაიწყო სამოქალაქო ომი. პირველ სამოქალაქო ომს 500 000-ზე მეტი მსხვერპლი ჰყავდა, ხოლო მეორე ნამდვილად ტრაგიკული გამოდგა, ომს 2 მილიონზე მეტი მსხვერპლი მოჰყვა და 4 მილიონზე მეტი უსახლკაროდ დარჩა. ვიეტნამის ომი (1959-1975)
ვიეტნამის ომში 4 200 000 ადამიანი დაიღუპა. აშშ-მ ამ ომში გამოიყენა მომწამლავი გაზი, რამაც ადგილობრივების ინფიცირება გამოიწვია, ქვემოთ მოცემულ ფოტოს დააკვირდით და უკეთ მიხვდებით...
გაგრძელება იქნება... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
2262 12-ს მოსწონს |
და რასაც ვკითხულობ ყველაზე სასტიკად განვითარებული ქვეყნები იქცევიან ისინი ვინც სხვა ქვეყნებს მოუწოდებენ დამოუკიდებლობისკენ , წესრიგისკენ, ლიბერალობისკენ, მშვიდობისკენ და რავიცი კიდე რისკენ და ამ დროს თვითონ რას აკეთებენ და როგორი სისატიკით ეპყრობიან სხვებს