სხვა ქალაქი, სადაც დრო გაჩერებულია! რადიაციული ქალაქი - კურჩატოვი 2016, 3 მაისი, 19:19 რამოდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარე ცივი ომის პერიოდში, რუსეთმა
ათასობით ბირთვული ბომბი დატესტა. ეს ფაქტი მკაცრად იყო
გასაიდუმლოებული, მსოფლიოს არცერთი ქვეყანა ამის შესახებ არ იყო
ინფორმირებული, არც ყაზახეთი. სსრკ-მ 40 წლის განმავლობაში, 468
ბირთვული იარაღები დატესტა. ![]() ჩატარებული ბირთვული ცდების შედეგად, ადგილობრივ მოსახლეობას სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ადრეულ ასაკში სიმსივნით დაავადება და ახალშობილების გენეტიკური პრობლემები მათ შორის ყველაზე მეტად იყო გახშირებული. ![]() ფოტოგრაფმა, ნადავ კანდარმა გადაწყვიტა, 2011 წელს ყაზახეთის აღმოსავლეთით მდებარე ორი ქალაქის: პრიოზერკის და კურჩატოვის განადგურების კადრები მსოფლიოსთვის გაეზიარებინა... ![]() სოციალურ ქსელებში ატვირთულ ფოტოებს თავის დახასიათებებიც თან ახლავს. კალაქი კურჩატოვი, სსრკ-მ თავის დროზე სპეციალურად ბირთვული ცდებისთვის შექმნა... ![]() 2011 წელს ჩატარებულ ექსპედიციაში მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ტერიტორიაზე მიმდინარეობს კვლავ საიდუმლო კვლევები... ![]() სპეციალურ კვლევებში მონაწილეობას იღებს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ცნობილი მეცნიერები. ![]() ქალაქში რადიაცია კვლავ აქტიურია, ფოტოგრაფი ტერიტორიაზე სპეციალური დამცავი ფორმით შევიდა. რადიაცის ძალასთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ინფორმაცია გასაიდუმლოებულია. ![]() ქალაქ კურჩატოვში 1949 წლიდან 1989 წლამდე 450 ატომური ბომბის ცდა ჩატარდა. წარმოიფგინეთ ახლა ქალაქის მდგომარეობა... ![]() სხვადასხვა წყაროებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქში ჩატარებული ცდების შედეგად, 100 000 -ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და მილიონობით ადამიანი დაზარალდა. ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 392 15-ს მოსწონს
|