კულტურა სოციალური ქსელების სოფელი იტალიაში! 2016, 3 მაისი, 18:47 ჩვენს მრავალფეროვან პლანეტაზე კიდევ ერთ უცნაურ სიახლეს ვაწყდებით,
სოციალური ქსელების სოფელი - "Civitacampomarano", რომელიც მდებარეობს, იტალიაში, კამპობასოს ტერიტორიაზე.
ეს არის ერთი ჩვეულებრივი სოფელი, სადაც ნორმალურად ცხოვრობენ ადამიანები, მაგრამ სოციალურ ქსელზე ძალიან არიან შეყვარებულნი. მათ მაღაზიებს, ქუჩებს, ეზოებს სხვდასხვა სოციალური საიტის სახელწოდება აქვს. პირველ მოცემულ ფოტოზე ხედავთ "Twitter"-ს ეს არის Twitter-ის ქუჩა, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქუჩა ამ სოფელში. სოც-ქსელის სიმბოლო ამ ქუჩის ტერიტორიაზე ყველგან გვხვდება. მოხუცები საკმაოდ კმაყოფილად "ჭუკჭუკებენ". Wikipedia საინტერესო ცნობარის საიტისთვის, სპეციალურად განკუთვნილი ადგილი არსებობს. Wikipedia-ის ოთახი, სადაც 400 კომლიან სოფლის მოსახლეობა ხშირად სტუმრობს. სოფლის მოსახლეობის უმეტესობა 50-ზე ზევით ასაკის მოსახლეებისგან შედგება. ამ ხალხს სოციალურ ქსელ- Facebook-ის ინტერესი სულაც არ აქვთ, მაგრამ სიტუაციით უკმაყოფილონი ნამდვილად არ არიან. Youtube მსოფლიოს ნომერ პირველ ვიდეოპორტალი - Youtube სოფელში დიდი პოპულარულობით სარგებლობს. სოფელში არის მხოლოდ ერთი კაფე-ბარი, სადაც მხოლოდ Youtube-ის სიმბოლოებია გავრცელებული. Ebay 400 კომლიან სოფლის ერთადერთ სუპერმარკეტს - Ebay ჰქვია. მოკლე-ტექსტური შეტყობინებების ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საიტი Whatsapp პარკებთან დგას. Gmail სოფლის ფოსტა, რომელსაც Gmail-ის სახელწოდება აქვს... WeTransfer გადაზიდვის სერვისის ავტომობილი, WeTransfer-ის სახელწოდებით სარგებლობს. Avast Antivirus სოფლის ანტივირუსი, აფთიაქი Avast Antivirus-ი. Rss Feed და ბოლოს... Rss Feed... ნამდვილად სახალისო სოფელია... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 192 15-ს მოსწონს
|