x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ამერიკელ ქალს 100 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს ფეხმძიმე ქალის მუცლიდან ნაყოფის ამოჭრის გამო
image29 აპრილს კოლორადოს სასამართლომ 100 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 36 წლის ქალს იმის გამო, რომ ფეხმძიმე ქალს მოტყუებით მუცლიდან ამოაჭრა 8 თვის ნაყოფი.


როგორც გამოძიებამ დაადგინა, 36 წლის დაინელ ლეინი რამდენიმე თვის განმავლობაში თავს ფეხმძიმედ ასაღებდა.მან ინტერნეტიდანაც კი ჩამოტვირთა სხვისი ულტრაბგერითი კვლევის შედეგები იმის გამო, რომ პარტნიორი მამაკაცი დარწმუნებულიყო მის ფეხმძიმობაში.


2015 წელს დაინელმა მოტყებით შეიტყუა სახლში ფეხმძიმე ქალი მიშელ უილკინსი თითქოსდა ორსულებისთვის განკუთვნილი ტანსაცმლის მიყიდვის საბაბით, ამის შემდეგ დაინელი თავს დაესხა მიშელს, თავში ჩაარტყა რამდენჯერმე მაგიდის ლამპა, გათიშა, შემდეგ ორი სამზარეულოს დანით გაუჭრა მუცელი და იქიდან 8 თვის ნაყოფი ამოიყვანა.


ჩვილის მკვლელობის დამტკიცება ექსპერტიზამ ვერ შეძლო, რადგან ვერ დაადგინეს, ნაყოფი მუცლიდან ამოყვანის დროს ცოცხალი იყო თუ არა.


საბედნიეროდ მიშელ უილკინსი გადარჩა. ლეინი მხოლოდ მკვლელობის მცდელობითვის და ფეხმძიმობის უკანონოდ შეწყვეტისთვის გასამართლდა.


სასამართლოზე ლეინის ბოიფრენდმა განაცხადა, რომ როდესაც სახლში დაბრუნდა დაინელი მთლიანად სისხლში ამოსვრილი ნახა, მან მამაკაცს განუცხადა, რომ ნაადრევი მშობიარობა დაეწყო.მამაკაცმა ლეინი ჩვილთან ერთად საავადმყოფოში გადაიყვანა.

image

ფოტოზე:დაინელ ლეინი ბოიფრენდთან ერთად.



ამასობაში კი სარდაფში დამწყვდეულმა მომაკვდავმა მიშელ უილკინსმა, რომელიც დროდადრო გონებას კარგავდა, შეძლო და 911 აკრიფა.

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ცოცხალ-მკვდარი ქალი სარდაფში აღმოაჩინეს.ქალი საბოლოოდ გადარჩა, თუმცა ახალდაბადებული გოგონას გადარჩენა ვერ მოხერხდა.

imageფოტოზე: მიშელ უილკინსი ფეხმძიმობის პერიოდში.

0
650
9-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
650
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0