x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139048
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512595
ყურადღება: არასოდეს არ აადუღოთ ერთი და იგივე წყალი განმეორებით!

image


ხშირად ვადგამთ ჩაიდანს წყლის ასადუღებლად და შემდეგ გვავიწყდება იმიტომ, რომ დაიწყო საყვარელი სერიალი ან რაღაც გადაუდებელი საქმე გამოჩნდა. ამ დროს წყალი
ცივდება, და ამიტომ ჩვენ მას მეორედ ვადუღებთ. მაგრამ იცით თქვენ რა მოსდის წყალს განმეორებითი დუღილისას?


მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, რატომღაც მას ბიოლოგიის და ქიმიის გაკვეთილებზე აიგნორირებენ. როცა წყალი დუღდება, მისი შემადგენლობა იცვლება. ჩვეულებრივ ეს მისთვის კარგია, რადგან მისგამ ორთქლდება მავნე მფრინავი შენაერთები. სწორედ ამიტომაა ადუღებული წყალი დასალევად კარგი და უსაფრთხო.


მიუხედაბად ამისა, თუ წყალი ძალიან დიდხანს დუღს და არა ერთხელ, მაშინ მისი ქიმიური შემადგენლობა იცვლება უარესობისკენ. ამგვარად, იმის ნაცვლად, რომ აორთქლდეს, ბევრი საშიში ნივთიერება გროვდება მასში.
საშიშ ნივტიერებებს მიეკუთვნება დარიშხანი, ნიტრატები და ფტორიდი. სასარგებლო მინერალებიც კი შეიძლება გახდნენ მავნებელი, თუ დიდი რაოდენობით დაგროვდნენ, მაგალითად კალციუმის მარილები, რომლებმაც თირკმელებში ქვების ფორმირება შეიძლება გამოიწვიონ.


განმეორებით ადუღებული წყლის მავნე ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე:


1. დარიშხანი
image

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, რომ „სასმელი წყალი მოსახლეობის ჯანმთელობისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს დარიშხანის გამო“


ორგანიზმზე დარიშხანის ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს ინტოქსიკაცია, რომელიც ზემოქმედების სიძლიერის გავლენით, შეიძლება თანდათან სერიოზული შედეგებით განვითარდეს.


დარიშხანით ინტოქსიკაციის პოტენციური შედეგი მოიცავს კუჭ- ნაწლავს, დიაბეტს, პერიფერიულ ნევროპათიას, გულ- სისხლძარღვთა სისტემის დაავადებას, თირკმელების დისფუნქციას, კანის დაავადებას და სიმსივნესაც კი.


2. ნიტრატები
image

ბუნებრივია, ნიტრატები ჩვენს პლანეტაზე ყველგანაა: ისინი არიან ნიადაგში, წყალში და ჰაერში. მაგრამ, თუ ეს ქიმიური ნივთიერება გამოიყენება საკვებ დანამატად, მაგალითად ხორცში, ან ექვემდებარება მაღალ ტემპერატურულ ზემოქმედებას, როგორც ადუღებულ წყალში, ის ხდება საკმაოდ საშიში.


მაღალი ტემპერატურა ნიტრატებს გარდაქმნის კანცეროგენულ ნივთიერებად.

ნიტრატები მჭიდროდაა დაკავშირებული სიმსივნის სხვადასხვა სახეობასთან, მათ
შორის საკვერცხეების, მსხვილი ნაწლავის, შარდის ბუშტის, კუჭქვეშა ჯირკვლის,
საყლაპავი მილის და კუჭის სიმსივნესთან და ასევე სხვა ბევრ დაავადებასთან, ისეთებთან, როგორიცაა ლეიკემია და ლიმფომა.
image


3.ფტორი

image
სასმელ წყალში ფტორის არსებობაზე და ორგანიზმზე მისი მოქმედების საკამათო თემაზე მრავალი კვლევა იქნა ჩატარებული. ფაქტი რჩება ფაქტად : წყლის ქიმიურ შემადგენლობაში შემავალი ფტორიდი პოტენციალურ საშიშროებას წარმოადგენს თქვენი ჯანმრთელობისთვის.


22 წლის მანძილზე 27 მკვლევარის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემებით, ფტორის ზემოქმედებას მივყავართ ბავშვებში განვითარების არასასურველ შედეგებამდე.


ჟურნალ «Environment Health Sciences»-ში გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, სასმელ წყალში ფტორის არსებობას მივყავართ ბავშვებში IQ-ს დონის
შემცირებამდე.

სხვა ექსპერიმენტით, რომელიც ჩატარდა 2013 წელს, დადგინდა
ურთიერთკავშირი ფტორსა და შობადობის შემცირებას შორის საცდელ თაგვებში.

0
938
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
938
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0