x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ოთხი წლის გოგონა,რომელიც ინტერნეტვარსკვლავი გახდა, რეალურად დაპატიჟეს აფრიკაში
imageპატარა მოსკოველ გოგონას დანიელას უკვე მრავალი ინტენრეტმომხარებელი იცნობს.მისი ვიდეო, რომელიც გოგონას მამამ გადაიღო და ქსელში მოხვდა, მომენტალურად იქცა ჰიტად.





ერთ კვირაში ვიდეომ YouTube -ზე 1, 300 000 ნახვა დააგროვა.გოგონას უკვე ბევრი იცნობს.


მაგალითად, პატარა დანიელა 27 აპრილს სიერა-ლეონეს საელჩოში დაპატიჟეს, რომელიც დამოუკიდებლობის (ბრიტანეთისგან განთავისუფლების) 55 წლის თავს აღნიშნავდა.



ღონისძიებაზე პატარა დანიელასთან სხვადასხვა აფრიკული ქვეყნების ელჩები მიდიოდნენ და გოგონას აფრიკაში ეპატიჟებოდნენ.


-აფრიკაში ეპატიჟებოდნენ, პირობა მისცეს, რომ ცხოველებს, ულამაზეს მთებს და ბუნებას ანახებდნენ.დანიელა კარგად იქცეოდა, ყველა მოხიბლა და ელჩებს ინგლისურადაც კი გაესაუბრა.-განაცხადა გოგონამ მამამ, რუსლან გარეევმა.


მართალია აფრიკაში მიწვევა არაოფიციალურია, თუმცა გოგონამ იცის უკვე რა უნდა წაუღოს აფრიკის ღატაკ მოშიმშილე ბავშვებს:


–მე მათ წავუღებ გემრიელ რძეს და ტორტს....ვაშლის ტორტს დედასთან ერთად გამოვაცხობ..-ამბობს მორიგ ვიდეოში პატარა დანიელა სადილობის დროს.




0
822
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
822
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0