ხანგრძლივი კომატოზური მდგომარეობის შემდეგ .24 წლის ასაკში გარდაიცვალა ახალგაზრდა პოეტი ირაკლი ჭინჭარაული.
ახალგაზრდა პოეტი 2015 წლის 9 ნოემბერს ავტოავარიაში მოყვა, რის შედეგადაც ქალა-ტვინის უმძიმესი დაზიანება მიიღო და გარდაცვალებამდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ირაკლი ჭინჭარაულის ლექსების კრებულის – „ფიქრი ნაომარის” წარდგენა სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, 26 აპრილს „ბიბლუსი-გალერეაში“ გაიმართა. სამწუხაროდ, თავისი პირველი წიგნის პრეზენტაციას თავად პოეტი ვეღარ მოესწრო.