x
მეტი
  • 27.06.2024
  • სტატია:135632
  • ვიდეო:351961
  • სურათი:509983
ქართველმა ჰაკერმა ნახევარი მილიონი დოლარი მოპარა ამერიკულ კომპანიას
image

ერთი საქართველოს და ორი ლიტვის მოქალაქეს ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ თაღლითური გზით ერთ-ერთ ამერიკულ კომპანიას 449 994 დოლარი აწაპნეს.


საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაციაზე სისხლისსამართლებრივი დევნის სამმართველოს თანამშრომლებმა
დიდი ოდენობით ფულადი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ლატვიის
რესპუბლიკის მოქალაქეები - ვლადისლავს ბორისოვსი, ევგენის კალნმალისი და
საქართველოს მოქალაქე დავით გაგნიძე დააკავეს.


პროკურატურამ გამოაშკარავა სქემა, რის მიხედვითაც მოქმედებდნენ თაღლითები.


მათ ჯერ საქართველოში დაარეგისტრირეს კომპანია «Georgia fruit 16» და რამდნიმე ბანკში გახსნეს ანგარიშები.ეს ღონისძიება ფიქტიური იყო და თაღლითებს თანხის ოფიციალურად მიღებისთვის სჭირდებოდათ.


ამის შემდეგ „«Georgia fruit 16“-ის საბანკო ანგარიშზე მოტყუებით გადმოირიცხა 449 994 აშშ დოლარი.

20 აპრილს დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ვლადისლავს ბორისოვსმა,
ევგენის კალნმალისმა და დავით გაგნიძემ განახორციელეს ჰაკერული შეტევა ერთ-ერთ ამერიკული კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე, რის შემდეგაც თანხა "Georgia fruit 16" სახელზე ჩარიცხეს.


ამის შემდეგ საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი კომერციული ბანკიდან გამოიტანეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 440 000 აშშ დოლარი, რა დროსაც განხორციელდა მათი დაკავება.


ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, გამოძიების მიერ სრულად იქნა ამოღებული მითითებული თანხა.

პროკურატურა არ ასახელებს იმ ამერიკულ კომპანიას, რომელიც დაზარალდა.


ვლადისლავს ბორისოვსის, ევგენის კალნმალისს და დავით გაგნიძეს ბრალდება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და
მე-3 ნაწილის “ბ’’ ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით.








3
324
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
324
  
2016, 27 აპრილი, 21:13
საინტერესოა ამერიკელს ამერიკაში ესე ,რომ მოეპარა ქართველისთვის ფული დააკავებდნენ ?
ეჭვი მეპარება ,რომ არა !
2016, 27 აპრილი, 13:50
საქართველოა ერთი და ლატვია ორი? თუ ეგ დამნაშავეების რაოდენობაა?
2016, 27 აპრილი, 13:28
სიხარბემ დაღუპა სამივე, მცირე ნაწილებად რომ ჩაერიცხათ "ხახვივით შერჩებოდათ".
ციხეში კი არ უნდა ჩასვან, ეს ქართველი ჰაკერი სპეცსამსახურებში უნდა დაასაქმონ...
0 1 3