x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
კალეში ავღანელმა მიგრანტებმა ჟურნალისტის თვალწინ თარჯიმანი გააუპატიურეს
image


საფრანგეთის პოლიცია იძიებს ინციდენტს, რომელიც კალეში(საფრანგეთი) მიგრანტების ბანაკში მოხდა. ღამით ავღანელმა მიგრანტებმა რეპორტიორის თანმხლები თარჯიმანი გააუპატიურეს.როგორც ცნობილი გახდა ჟურნალისტი არასრულწლოვან მიგრანტებზე რეპორტაჟს ამზადებდა.


როგორც სააგენტო France-Presse-ი იუწყება, დაზარალებული თარჯიმანი, 38 წლის ქალი ავღანური წარმოშობისაა.გვიან ღამით ჟურნალისტს და თარჯიმანს ბანაკის სიახლოვეს სამი ავღანელი მიგრანტი თავს დაესხა.


პროკურატურის განცხადებით დანებით შეიარაღებული მიგრანტები ჯერ აპარატურის წართმევას ცდილობდნენ, შემდეგ კი ორმა მიგრანტმა დანის მუქარით ჟურნალისტი გააკავეს, ხოლო მესამემ იგივე დანის მუქარით თარჯიმანი გააუპატიურა.



ინციდენტის შემდეგ ჟურნალისტმა თავის მეგზური საავადმყოფოში გადაიყვანა.პოლიცია კი ამასობაში ბოროტმოქმედებს ეძებს.


კალეს მიგრანტთა ბანაკს საკმაოდ ცუდი რეპუტაცია აქვს.იგი განლაგებულია ევრო-გვირაბის სიახლოვეს, რომელიც ლა-მანშის ქვეშ გადის.სტიქიურ დაბაში დასახლებულია 9 ათასი მიგრანტი, რომლებიც ყოველგვარი საშუალებით ცდილობენ გაცურონ ლა-მანში და დიდ ბრიტანეთში მოხვდნენ.

ერთხელ ავღანელი მიგრანტები ევრო-გვირაბის შტურმით აღებას ცდილობდნენ, მაგრამ ისინი პოლიციამ შეაჩერა.

პრეზიდენტმა ფრანცუა ორლანდმა ქალაქის ხელმძღვანელობას მოუწოდა ბანაკი დაშალონ, რომელსაც "ჯუნგლებს" უწოდებენ და სადმე სხვაგან გადაიყვანონ მიგრანტები, სადაც უფრო ადამიანური პირობები იქნება შექმნილი.

image



1
1771
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1771
  
2016, 18 ოქტომბერი, 17:28
მაგათ რუსეთს ებრძოლონ და სანქციები უცხადონ, თავისი ქალები კი მაგ ბომჟებს ახმარიონ - მეტის ღირსები არიან.
0 1 1