x
image
natia.a
დააკვირდით ფოტოებს და იპოვეთ დამალული შიშველი მოდელები

image
ბოდიარტის სპეციალისტები ლეონი ჟენე და იორგ დიუსტერვალდი ფოტოგრაფებთან, ლაილა პრეგიზერთან და უვე შმიდთან ერთად მუშაობდნენ არტ-პროექტ Metamorphosis-ზე. პროექტის იდეა იყო ადამიანის სხეულის ისეთი შერწყმა ბუნების პეიზაჟებში, რომ ერთი მთლიანობა გამხდარიყო. თუ ფოტოებს გადავხედავთ, ეს ჩანაფიქრი ნამდვილად წარმატებით განახორციელეს.

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მუშაობის პროცესში ფოტოშოპი არ გამოყენებულა. მოდელებს პირდაპირ გადაღების ადგილზე ფარავდნენ საღებავებით, რომლებიც იდეალურად უნდა ყოფილიყო შეხამებული გარემომცველ ბუნებასთან. ამგვარმა სამუშაომ შეიძლება გვაიძულოს ადამიანის სხეული აღვიქვათ, როგორც ბუნებისა და მსოფლმხედველობის ნაწილი. ფოტოები ადამიანის შიშველ სხეულს, მის ფორმებსა და მოყვანილობას აღგვაქმევინებს ზუსტად ისე, როგორც ხის, ხეობის, კლდის დახვეწილ, გრაციოზულ ხაზებს.

გთავაზობთ დააკვირდეთ პროექტის ფარგლებში გადაღებულ ფოტოებს და შეეცადოთ აღმოაჩინოთ მათზე "დამალული" შიშველი მოდელები.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage



















2
2389
8-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2389
  
2017, 1 თებერვალი, 13:27
ყველა ფოტოზე ვიპოვე ადვილად :)
2016, 27 აპრილი, 10:38
ძალიან რთულია, მაგრამ გავაზიარე
0 1 2