x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა დაადგინეს რატომ გვეკარგება მუდმივად ცალი წინდა
image

ალბათ პრაქტიკულად არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცალი წინდა არ დაკარგვოდეს, შემთხვევები ყოველთვის იდენეტურია, ან დილით ადგომის შემდეგ ვეღარ პოულობთ, ან გარეცხვის შემდეგ სადაღაც ქრება ან გაშრობის შემდეგ აღმოაჩენთ, რომ ერთი წინდა სადღაც აორთქლდა.



სტივენ ჰოკინსმა ერთხელ ხუმრობით განაცხადა: წინდა არსად არ ქრება, მას შავი ხვრელი ისრუტავს.თუმცა ბრიტანელი მეცნიერები პრობლემას მთელი სერიოზულობით მოეკიდნენ და გამოთვალეს სპეციალური ფორმულა.


გაირკვა, რომ წინდა პირდაპირ კავშირშია იმ გასარეცხი თეთრეულის შემადგენლობასთან, რომელსაც სარეცხის მანქანაში ვყრით."წინდის დაკარგვის" ფორმულა ასე გამოიყურება:(L(p x f) + C(t x s)) - (P x A).



«L»-ნიშნავს რეცხვის მოცულობას, რომელიც მრავლდება ოჯახის წევრების(«p»)და რეცხვის სიხშირეზე («f»).


«С»-აღნიშნავს რეცხვის სირთულეს: თეთრეულის სხვადასხვა ტიპს(მუქი ფერის ქსოვილი, სინთეტიკა, შალი და ა.შ.), «t» ნიშნავს ამ ტიპის თეთრეულის გარეცხვის სიხშირე გამრავლებული წინდების რეცხვის სიხშირეზე(s)


P- ს("მიყვარს რეცხვა" ან "ვერ ვიტან რეცხვას" -იზომება 1-იდან 5-მდე შკალით) აკლდება L -ის C-ის ჯამი.შემდეგ P მრავლდება А-ზე(ყურადღება სარეცხის მიმართ, ჯიბეების ამოტრიალება, სახელოების გასწორება და დახარისხება.)


ფორმულამ აჩვენა: რაც უფრო მეტია რეცხვის მოცულობა, მით უფრო მეტია წინდის დაკარგვის შანსი.ამასთანავე ტექსტილის მატერია ადვილად ვარდება ბატარეადან ან საშრობიდან.



2
365
8-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
365
  
2016, 27 აპრილი, 14:17
ამ ``მაცრიენებს`` მეტი საქმე არ აქვთ? სიმართლეა რო იძახიან რაც მეტად არის დაამიანი ნასწავლი მეტად უბერავსო. ხო მართლა რომელი დარგის მეცნიერები იყვნენ?
2016, 27 აპრილი, 8:30
რა საყვარელი მეცნიერები არიან..:-)
0 1 2