იარაღი და ტექნიკა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ავიამზიდი უკვე მზადაა! 2016, 25 აპრილი, 19:52 მსოფლიო ისტორიას კიდევ ერთი ყველაზე ძვირადღირებული სამხედრო ხომალდი
დაემატა, ამჯერად ყველაზე დიდი და ძვირადღირებული- USS Gerald Ford.
2016 წლის მარტის თვეში ავიამზიდის 97% უკვე დამზადდა. სექტემბრის თვეში 12, 9 მილიარდი დოლარის ღირებულების უახლესი ტექნოლოგიის ავიამზიდი, აშშ-ს საზღვაო ფლოტს შეუერთდება. ხომალდი დღესდღეობით უკვე ყველაზე დიდი ავიამზიდია. მისი სიგრძე 333 მეტრს შეადგენს, ხოლო ბორტზე 4 400 ადამიანი და 75 ერთეული საავიაციო ტექნიკა განთავსდება. cnn-ის თანახმად, იგი ახალი გამანადგურებლის f-35 ის ასაფრენ ზოლად იქცევა. ავიამზიდის მშენებლობა დაიწყო 2009 წელს, როგორც წესი დასრულების თარიღად 2016 წლის მარტს ვარაუდობდნენ, მაგრამ ვარაუდში ოდნავ შეცდნენ. აშშ სამხედრო საზღვაო ფლოტის გენერალური მდივნის მოადგილე შონ ჯ. სტიკლის განცხადებით, გემის მშენებლობის პროცესის 97% წარმატებით დასრულდა 2016 წლის მარტში. ახალი ავიამზიდი ამჟამად მოქმედი 10 ხომალდის დატვირთვას შეამცირებს. მის ბორტიდან ანალოგიურ დროის მონაკვეთში უფრო მეტი საფრენი აპარატი აფრინდება. ხომალდის მშენებლობა ამერიკის 38- ე პრეზიდენტის საპატივსაცემოდ ჯერალდ ფორდი დაარქვეს. ხომალდი ამა წლის ივლისის თვეში პირველად გაცურავს სატესტო ვერსიით ზღვაში. უახლოეს მომავალაში დამზადდება სერიის მეორე ხომალდი, რომელსაც ჯონ ფ. კენედი ერქმევა, ისიც პრეზიდენტის საპატივსაცემოდ, ხოლო მესამე enterprise-ის სახელით ისარგებლებს. გავრცელებული უკანასკნელი ინფორმაციით ავიამზიდი - USS John Kennedy 2020 წლისთვის უკვე მზად იქნება. ამ ეტაპისკენ ავიამზიდის სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, დასრულებულია მხოლოდ 18%. USS Entreprise -ის სახელწოდების ავიამზიდის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება. მომავალ 5 წელიწადში აშშ-მ გრადიოზულ სამხედრო მეგა-პროექტებისთვის 81 მილიარდი დოლარი გამოყო. ზოგიერთი კრიტიკოსის და ექსპერტის აზრით, გიგანტურ ავიამზიდებზე ასტრონომიული თანხების ხარჯვა უაზრობაა, ვინაიდან მათი გამოყენება მომავალ საომარ პირობებში ნაკლებად პროდუქტიული იქნება. მითუმეტეს ჩინეთში აგებენ ძლიერ ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1226 12-ს მოსწონს
|