იარაღი და ტექნიკა ქვეყნები, რომლებსაც სამხედრო არმიები არ ჰყავთ! 2016, 26 თებერვალი, 14:41 ჩვენს პლანეტაზე არის ძალიან ბევრი ქვეყანა, რომლებსაც ჰყავთ უძლიერესი
სამხედრო არმია, მაგრამ არის ისეთი ქვეყნებიც, რომლებიც გეოგრაფიული
და პოლიტიკური სტრუქტურების გამო არ საჭიროებენ სამხედრო არმიებს.
ესენია: 1. სოლომონის კუნძულები სოლომონის კუნძულები შედგება რამოდენიმე პატარა კუნძულისგან. 1893 წლიდან, როდესაც ქვეყანა შევიდა ბრიტანეთის მმართველობაში, მას შემდეგ სამხედრო არმიის ყოლას უპირატესობა არ ენიჭება. 2. კოსტა რიკა იყო დრო, როდესაც კოსტრა რიკას სამხედრო არმია ჰყავდა. 1948 წლის 1 დეკემბერს, ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რასაც 2000 ჯარისკაცის სიცოცხლე შეეწირა, აქედან გამომდინარე ქვეყნის პრეზიდენტმა, ჟოსე ფიგერეს ფერერმა სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმებულად გამოაცხადა. 3. სამოა დღესდღეობით სამოას რომც დასჭირდეს, არ ჰყავს არანაირი სამხედრო ძალა. აქედან გამომდინარე მოსალოდნელ არეულობაზე, ქვეყანა სხვა ქვეყნების იმედზეა, რომლებთანაც მეგობრული კავშირი აქვს. 4. პალაუ პალაუს არ ჰყავს ეროვნული არმია, მაგრამ კარგად მობილიზებული სამხედრო პოლიციით სარგებლობს, რათა მოქალაქეების უსაფრთხოება დაცული იყოს. 5. ანდორა 1993 წლის 3 ივნისის შეთანხმების თანახმად, ანდორას დაცვა ეკისრება ესპანეთს და საფრანგეთს, რადგან ქვეყანას სამხედრო არმია არ ჰყავს. 6. გრენადა 1983 წლის აშშ-ს ოკუპაციის შემდეგ, გრენდას სამხედრო არმია არ ჰყავს. ქვეყენაში მხოლოდ და მხოლოდ ადგილობრი სამხედრო პოლიცია პატრულირებს. 7. ლიხტენშტაინი კიდევ ერთი "ჯუჯა სახელმწიფო", რომელსაც სამხდერო არმია არ გააჩნია. რამოდენიმე წლის წინ აქ სამხედრო სავალდებულო სამსახური გაუქმდა. 8. ნაურუ ნაურუ ფლობს მხოლოდ და მხოლოდ 21 კვატრულ კილომეტრიან ტერიტორიას, ქვეყანა არის ყველაზე პატარა კუნძული და გამოირჩევა თავისებურებებით. ნაურუს დასაბამიდან დღემდე სამხედრო არმია არ ჰყოლია. სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 383 7-ს მოსწონს
|