x
image
ლეელ
რუსთავი 2 კი არა, საფრთხეშია საქართველო!
საფრანგეთში მოღვაწე, ყოფილი საქართველოს სამხელმწიფო თანამდებობის პირი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საკუთარ "facebook"-ის გვერდზე აქვეყნებს სტატუსს შემდეგი სათაურით: "რუსთავი 2 კი არა, საფრთხეშია საქართველო!"


image


არაფერს ვაზვიადებ და ზუსტად გეუბნებით უტყუარ ინფორმაციას.
თუ 27-ში სასამართლოს მიერ დასრულდება რუსთავი 2 (და ამის დიდი შანსი არსებობს) დასრულდება ევროსაბჭოს მხრიდან ვიზალიბერალიზაცია!
ამ თემაზე საუბრობენ ევროპარლამენტარები და საგანგებო განხადებას რამდენიმე დღეში გააკეთებენ.
ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების და კერძოდ დიდი ფეოდალის მიზნობრივი ნაბიჯი, რომელსაც წინ უძღვოდა ოცნების სამარცხვინო და თავხედური საქციელი, როდესაც მათი არაცერთი წარმომადგენელი არ დაესწრო ევროსაბჭოში გამართულ დებატებს სადაც უკრაინის შესახებ უმნიშვნელოვანესი საკითხები განიხილებოდა. არცერთმა ქოცმა არ დაუჭირა მხარი ევროსაბჭოს მოწოდებას წევრი სახელმწიფოებისადმი, რომ სანქციები დაუწესონ სავჩენკოს და სხვა უკრაინელების უკანონო დაკავებაში გარეულ რუს მოხელეებს.
კიდევ ერთხელ ავღნიშნავ: მოგწონთ, თუ არ მოგწონთ ეს ტელევიზია უნდა შეიგნოთ, რომ ბიძინას სასამართლოს მიერ გამოტანალი უგნური გადაწყვეტილება ევროპისგან სამუდამო გამიჯვნის ტოლფასია.
ამიტომ მოგიწოდებთ, ყველა ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს, ნათეავებს და ოჯახის წევრებს, ვისთვისაც ძვირფასია თქვენი და თქვენი შვილების მომავალი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ევროპული ღირებულებები და პრინციპები, 27- ში უნდა შეძლოთ, რუსთავი 2-ის კი არა, საქართველოს გადარჩენა!!!



image

1
237
10-ს მოსწონს
ავტორი:ლეელ
ლეელ
237
  
2016, 26 აპრილი, 4:40
ეს საიდან გამოიჩეკა საინტერესოა
0 1 1