x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
მოზარდებმა ძაღლი "ნარკოტიკებით" კვებეს, ნახეთ რა დაემართა საბრალო ცხოველს
ბრიტანეთში, სამეფო ხელისუფლების წარმომადგენელი, ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრები ერთმა შემზარავმა ამბავმა შოკში მოიცვა, ვინაიდან საკუთარი მოღვაწეობის მთელი პერიოდის მანძილზე, მსგავსი ამბავი ნანახი კი არა, გაგონილიც არსად ჰქონდათ. ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ქუჩაში შემთხვევით აღმოაჩინა პატარა ძაღლი, რომლის გაურკვეველი მდგომარეობის გამო მკვდარი ეგონა, თუმცა საბედნიეროდ ის ცოცხალი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა ის უმალ გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გამოკვლევები ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ჰქონდა ფეხისა და კისრის მოტეხილობა, სახის დამწვრობა და ამ ყველა უბედურებასთან ერთად ნარკოტიკული საშუალებების შედეგად გამოწვეული მოწამლვა.


როგორც გაირკვა, ძაღლი პატრონს მოპარეს 15-16 წლის მოზარდებმა, რომლებიც იმყოფებოდნენ "ნარკოტიკების" ზემოქმედების ქვეშ. საბრალო ცხოველი წიხლებით სცემეს, სანთებელისა და აეროზოლის "ბალონის" გამოყენებით დამწვრობები მიაყენეს და ბოლოს "ნარკოტიკებით" კვებეს. მობეზრდათ რა პატარა ძაღლით გართობა, ცოცხალ-მკვდარი სანაგვე ურნებთან მიატოვეს ბედის ანაბარა.


imageimage

ვეტერინარები თავდაპირველად პესიმისტურად უდგებოდნენ ძაღლის გამოჯანმრთელების საკითხს, თუმცა საბედნიეროდ ის გადარჩა, მისი ორგანიზმის ნარკოტიკებისგან გათავისუფლებას კი ერთი კვირა დაჭირდა.



ძაღლის პატრონი გაოგნებული და შეშფოთებული იყო მომხდარით: "უბრალოდ ვერ ვიჯერებდი, რომ ვინმეს მართლა შეეძლო მსგავსი სისასტიკის ჩადენა. ვერც წარმოვიდგენ რა ჯოჯოხეთის გამოვლა მოუწია ჩემს "ჩანკის" (ძაღლის სახელი). ტკივილები იმდენად ძლიერი და აუტანელი ჰქონდა, ყველაზე ძლიერი ტკივილგამაყუჩებლებიც კი არ შველიდა, რისგანაც საბრალო ჩანკის თითქმის არ ეძინა. მისი სიცოცხლის საქმეც ცუდათ პროგნოზირებადი იყო, ვერ ვიჯერებდი რომ ის იღუპებოდა"- ამბობს ძაღლის მეპატრონე.



საქმე სასამართლომდე მივიდა. ამ სისასტიკის ჩამდენ სამივე მოზარდს ხუთი წლის მანძილზე სიახლოვეზე მიკარებაც კი და შინაური ცხოველების ყოლა საერთოდ აეკრძალათ. ასევე 500-დან 1000-მდე ფუტი სტერლინგით ფულადად დაჯარიმდნენ, რაც აანაზღაურებს "ჩანკის" სამკურნალო ხარჯებს, ხოლო ცხოველის წამების ინიციატორი კი დამატებით კიდევ 5000 ფუტი სტერლინგით დაჯარიმდა.


ცხოველთა დაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ სასჯელი ძალიან რბილი და მცირეა. მინიმუმ 15 წელი მაინც უნდა იყოს ცხოველთა ყოლისა და მათ სიახლოვეზე გაკარების აკრძალვა. (მსგავსი სასჯელით ერთ ქალბატონს უკვე შეეხო, რომელმაც საკუთარი ძაღლი მიმავალი ავტომობილიდან განგებ გადმოაგდო).


წარმოუდგენელი არა, მაგრამ ძალზედ სამწუხაროა დედამიწაზე მსგავსი ტიპის მოზარდები თუ ზოგადად ადამიანები რომ არსებობენ, თუმცა ძნელია მათ ადამიანები ვუწოდოთ. რაც შეეხება საბრალო ჩანკის, ის გამოჯანმრთელების პროცესშია.



imageimage

0
357
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
357
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0