სხვა ჟურნალმა "People"-მა 2016 წლის ყველაზე ლამაზი ქალი გამოავლინა 2016, 23 აპრილი, 16:10 ![]() ჟურნალმა "People"-მა ამერიკელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი პლანეტის ყველაზე სექსუალურ ქალად დაასახელა 2016 წელს.ამის შესახებ ინფორმაცია გამოცემამ საკუთარ საიტზე 20 აპრილს გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ 47 წლის მსახიობი აქტიურ პროპაგანდას უწევს ჯანსაღი ცხოვრების წესს.ჯენიფერი ყოველდღიურად რამდენიმე საათს უთმობს სპორტს.ამასთანავე ენისტონი დიდ ყურადღებას აქცევს სწორი კვების რეჟიმს. სილამაზის გარდა მსახიობის ღირსების კომპონენტებად დასახელდა თვითდაჯერებულობა, სიმშვიდე, სიკეთე და პატიოსნება. "მიიღეთ გამოწვევები და ნურაფერზე იწუწუნებთ, არ იგრძნოთ თავი წარუმატებლად. ნუ მისცემთ უფლებას გარშემომყოფთ გააკრიტიკონ თქვენი ცხოვრება, გაიძულონ თავი ჩათვალოთ დაზარალებულად"-განაცხადა ჟურნალთან ინტერვიუში მსახიობმა. ![]() ![]() 228 5-ს მოსწონს
|