x
image
natia.a
მოჩვენებების სენსაციური და საკამათო ფოტოები, რომლებიც ახლახანს აღმოაჩინეს
"მოჩვენებებბის" ეს ფოტოები ცოტა ხნის წინ აღმოაჩინა National Media Museum-ის კურატორმა ლანკაშირის ერთ-ერთ ანტიკვარის მაღაზიაში. სურათები გადაღებულია ცნობილი სპირიტუალისტის, უილიამ ჰოუპის (William Hope, 1863-1933) მიერ. ჰოუპი დაიბადა 1863 წელს, ინგლისის ქალაქ კრიუში. 1905 წელს იგი დაინტერესდა მოჩვენებების ფოტოგრაფირებით მას შემდეგ, რა ერთ-ერთ თავის ფოტოზე უცნაური სახე შენიშნა.


ჰოუპმა დააარსა 6 ფოტოგრაფისგან შემდგარი საზგადოება, სახელწოდებით

Crewe Circle. მალე მას არქიეპისკოპოსი ტომას კოლიც შეუერთდა და დაიწყეს თავიანთი ნამუშევრების პუბლიკაცია. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრი დაინტერესდა Crewe Circle-ის მოღვაწეობით. ადამიანებს, რომლებმაც ომში ახლობლები დაკარგეს, სპირიტიზმის საშუალებით სურდათ მათთან კავშირის დამყარება.


1922 წელს ჰოუპი ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად და პროფესიონალ მედიუმად დაიწყო მუშაობა. Crewe Circle-ს მიერ გადაღებული ფოტოები არაერთხელ გამოკვლეულა სხვადასხვა მიზეზის გამო. ყველაზე ცნობილი გამოკვლევა ჩატარდა 1922 წელს, როცა ფსიქიური კვლევების საზოგადოებამ (Society for Psychical Research) გაგზავნა ჰარი პრაისი (Harry Price) Crewe Circle-ს ნამუშევრების შესამოწმებლად.



პრაისმა მოაგროვა იმის მტკიცებულებები, რომ ჰოუპი აყალბებდა მოჩვენებების ფოტოებს. მოგვიანებით, იმავე წელს, პრაისმა გამოაქვეყნა თავისი კვლევის შედეგები, სადაც ამტკიცებდა, რომ ჰოუპი თაღლითი იყო. თუმცა მედიუმს ბევრი მომხრე ჰყავდა, რომლებიც მის მხარდასაჭერად გამოვიდნენ, მათ შორის იყო სერ არტურ კონან დოილი.


ჰოუპი გარდაიცვალა 1933 წლის 7 მარტს, ლონდონში.


მოხუცი წყვილი და მოჩვენება

image


მღვდელი და ორი სული

image

მღვდელმა მისმა ცოლმა მონაწილეობა მიიღეს სპირიტუალურ სეანსში, რომლის დროსაცსაიქიოდან გაიგეს ვითომდა თავიანთი მკვდრადშობილი ქალიშვილის, როუზის ხმა. ხმამ სთხოვა მათ ფოტო გადაეღოთ და ამტკიცებდა, რომ შეეცდებოდა ამ ფოტოზე გამოჩენილიყო. "როუზი" არ ჩანს ამ ფოტოზე, სამაგიეროდ აშკარად ჩანს ადამიანის სილუეტი, რომელშიც მოგვიანებით ამოიცნეს მღვდლის დიდი ხნის წინათ გარდაცვლილი მამა.


უელსელი მედიუმებისა და ძმების, ჯო და უილ ტომასების ფოტო, რომელზეც მათ გვერდით ჩანს გარდაცვლილი ბებიის სილუეტი.


image

ქალი გვერდით ჩანს მისი გარდაცვლილი დის მოჩვენება.
image

ორი მამაკაცი და მათ შორის ქალის მოჩვენება.
image

მამაკაცის ფოტო, რომელზეც ასევე ჩანს სინათლის ხაზები და ქვემოთ - მოჩვენება.
image

ქალი ორ ბიჭთან და მოჩვენებასთან ერთად.
image

მამაკაცი და მოჩვენების სახე.

image

მამაკაცი მფარველის სულთან ერთად.
image

მოჩვენების სახე მამაკაცის ფოტოზე.
image

მედიუმი ჯო ტომასი მოჩვენებასთან ერთად.
image

სპირიტუალური სეანსი მაგიდის ქვეშიდან გამოჩენილ მოჩვენებასთან.
image

დაკრძალვის ფოტო, რომელიც, სავარაუდოდ უილიამ ჰოუპის მეირ გადაღებულია დაახლოებით 1920 წელს. ქალი დასტირის მეუღლის ცხედარს. შვილი მის გვერდით დგას.


image

სამი ადამიანი და ორი სული.
image

ოჯახური ფოტო წინაპართა სულებთან ერთად.
image

ორი ქალბატონი, რომელთა თავზეც მოჩვენება დაფრინავს.
image

მამაკაცი განსვენებული ცოლის მოჩვენებასთან ერთად.
image

მის ბენტლისა და მისი განსვენებული დის ფოტო.

image

4
1045
9-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1045
  
2016, 6 მაისი, 15:08
საინტერესოა! მაგრამ.... მაინც ფოტოშოპი მგონია რამეტანი ნატლად გამოკვეთილი ჩანან თან ისეთი შეგრდზნება გრჩება თითქოს განზრახ დასმულები არიან ფოტოებზე
2016, 23 აპრილი, 14:21
მე მიყვარს :-)
2016, 23 აპრილი, 12:58
მე კი არ მიყვარს, მაგრამ რატომღაც მაინც დავწერე :)
2016, 23 აპრილი, 12:58
მიყვარს ასეთი თემები
0 1 4