x
ყველაზე ემოციური ნაწყვეტი " ჯინსების თაობიდან "

image


მართალია, სიკვდილმისჯილების მშობლებისთვის ოფიციალურად არაფერი შეუტყობინებიათ განაჩენის სისრულეში მოყვანის შესახებ, მაგრამ საბჭოთა ხელისუფლებას უფრო მზაკვრული და სასტიკი წესები ქონდა. სამი ოქტომბრის შემდეგ რამდენიმე დღში სიკვდილმისჯილების ოჯახებს ქვითრები მიუტანეს და ოფიციალურად გადაახდევინეს დახარჯული ტყვიის საფასური. თითო ტყვიის საფასური სამიმანეთი იყო, მაგრამ გეგას დედას ექვსი მანეთი გადაახდევინეს- იმ პირველი გაჭედილი ტყვიისთვისაც რომელიც არ გავარდა ან გავარდა, მაგრამ ჯალათმა უბრალოდ ააცილა. თუმცა ეს ძალიან ძნელი დასაჯერებელი იყო რადგან ისინი არათუ ასეთი ახლო მანძილიდან შორიდანაც კი იშვიათად აცილებდნენ და მთელი საბჭოთა იმპერიის ისტორიაც სწორედ ეს იყო. მათ კი ვინც დახვრეტას ასრულებდა ყოველ მოკლულ პატიმარზე თოთხმეტ მანეთს უმატებდნენყოველთვიური ხელფასის გარდა. იქ სადაც ადამიანის სიკვდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა.

საქართველოში დღემდე უამრავი ადამიანსაც ასე სჯერა რომ თვითმფრინავის გამტაცებლები ახლაც ცოცხლები არიან და არიან სადღაც შორს, ძალიან უნდოდათ გაფრენა ამ ბოროტებით სავსე სამყაროდან, რადგან მათ ძალიან უნდოდათ გაფრენა და მართლა გაფრინდენ ...

image

1
471
2-ს მოსწონს
ავტორი:Dav1D
Dav1D
471
  
2016, 29 აპრილი, 10:02
იქ სადაც ადამიანის სიკვდილი თოთხმეტი მანეთი ღირდა ადამიანის სიცოცხლეს რა ფასი ექნებოდა
0 1 1