x
თავის დაფასება.

თავის დაფასება.

თავის დაფასება და საერთოდ ადამიანური მე-ს ნამდვილი არსი თავისი თავის სიყვარულია და მხოლოდ საკუთარი თავისთვის

ზრუნვაა. ესაა და ეს. მას არ შეუძლია ათასგვარ
ი ნაკლისა და მანკიერებისაგან განკურნოს თავისი სიყვარულის საგანი. მე-ს სურს იყოს დიადი მაგრამ გრძნობს რომ უბადრუკია. მას სურს იყოს ბედნიერი მაგრამ ხედავს რომ უბედურია. მას სურს რომ იყოს სრულქმნილი მაგრამ იცის რომ არასრულქმნილებით სავსეა. მას სურს ყველა ადიდებდეს და თაყვანს სცემდეს მაგრამ ხვდება რომ მხოლოდ ზიზღისა და სიძულვილს იწვევს სხვებში. ეს წინააღმდეგობაა გრძნობათაგან ყველაზე უსამართლო და ყველაზე ბრალეულ გრძნობას ბადებს ადამიანში. მძაფრ სიძულვილს სიმართლის მიმართ, სიმართლისა რომელიც თვალს არ ხუჭავს და დაუნდობლად ამხილებს მის მანკიერებას. მას სურს მოსპის სიმართლე, მაგრამ რაკი საკუთრივ სიმართლის მოსპობა არ შეუძლია, ცდილობს საკუთარ შეგნებაში მაინც ჩაიკლას, ან სხვის გულში ჩაახშოს იგი. ანუ სხვა სითყვებით რომ ვთქვათ ყველანაირად ცდილობს დაუმალოს თავისი ნაკლი როგორც სხვას ისე საკუთარ თავსაც, და ვერ იტანს როცა ვინმე ხედავს ამ ნაკლს ან ცდილობას თვით მას დაანახოს იგი.
რა თქმა უნდა ცუდია თუ ნაკლით ხარ სავსე, მაგრამ უფრო უარესია თუ არ სცნობ და არ აღიარებ ამას, ვინაიდან ეს ნიშნავს ნაკლს ახალი ნაკლი მიუსართო, ესე იგი ძალად მოიტყუო თავი. ჩვენ არ გვსურს, რომ სხვები გვატყუებდნენ და ვთვლით რომ უსამართლოდ იქცევიან, თუკი უფრო მეტ პატივისცემას მოითხოვენ ჩვენგან, ვიდრე თავად იმსახურებენ. მაგრამ განა ასევე უსამართლოდ არ ვიქცევით როცა ვცდილობთ მოვატყუოთ ისინი და მოვითხოვოთ რომ უფრო მეტი პატივის ღისრსად გვცნონ ან უფრო მეტი პატივი მოგვაგონ ვიდრე ვიმსახურებთ.

0
423
1-ს მოსწონს
ავტორი:Dav1D
Dav1D
423
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0