კაცები, რომლებიც მოუთმენლად ელოდებიან ვაჟიშვილის დაბადებას, სამ კატეგორიად იყოფიან.
პირველში შედიან მამაკაცები, რომლებიც ამ თემაზე წესიერად არც კი დაფიქრებულან. ის, რომ აუცილებლად უნდა ჰყავდეთ ვაჟიშვილი, მათში დაბადებიდან ჩადებული იდეაა (ე.წ სტანდარტული ფუნქცია).
მეორე კატეგორია ვაჟიშვილის ყოლას იმიტომ ელოდება, რომ ასეთი მამაკაცებისთვის არსებობს სამი მარტივი ცხოვრებისეული წესი: ააშენო სახლი, დარგო ხე და გაზარდო ვაჟიშვილი. თუ ასეთ კაცს ჰკითხავთ, თუ რატომ უნდა მაინც და მაინც ვაჟი, ის გიპასუხებთ, რომ სურს მისი გვარი გაგრძელდეს და ჰყავდეს მემკვიდრე.
მესამე კატეგორიაში ერთიანდებიან ძლიერი სქესისი ისეთი წარმომადგენლები, რომლებსაც რამდენიმე მიზეზის გამო, მართლა სურთ ვაჟიშვილი. როდესაც ასეთი კაცი ოჯახს ქმნის, ის იცვლება. იცვლება მეგობრებისთვის, ეცვლება ცხოვრებისეული პრიორიტეტები. ვაჟის გაჩენის შემდეგ ის აწყობს გეგმებს. სურს მას და მის შვილს საერთო ინტერესები (ფეხბურთი, თევზაობა) ჰქონდეთ.
პირველ ყოვლისა, ქალიშვილს სჭირდება დაცვა და ზრუნვა, ეს კი კაცს საშუალებას აძლევს თავი ახალგაზრდად და ძლიერად იგრძნოს.
მეორე მიზეზი ისაა, რომ ყველა ადამიანი მიისწრაფვის სილამაზისკენ, ქალური სილამაზე კი დიდი ძალაა.
და მესამე – ქალიშვილი უფრო ადვილად გამოხატავს გრძნობებს. ყველა მამაკაცს სიამოვნებს შვილისგან წარმოთქმული: „ჩემი ქმარი იქნება ისეთივე ძლიერი და ლამაზი, როგორიც მამაჩემია“. როდესაც ამ ფრაზას ლოყაზე კოცნა ემატება, მამის ემოციების სიტყვით გადმოცემა უკვე შეუძლებელი ხდება.
ყველა მამაკაცი, გაუცნობიერბელად ცდილობს ქალიშვილისგან ქალის საკუთარი იდეალი შექმნას. რა თქმა უნდა მას უყვარს ცოლი, მაგრამ ქალიშვილი მამისთვის მსოფლიოში ყველაზე ლამაზი და საუკეთესო ქალია, რომელიც სურს, რომ გაანებივროს, ხელის გულზე ატაროს და ყველაფერი ცუდისგან დაიცვას.
რა თქმა უნდა ვაჟიშვილი მამისთვის ნამდვილი მეგობარი ხდება, მაგრამ ნამდვილ მამაკაცად თავს მხოლოდ ქალიშვილი აგრძნობინებს.
სწორედ ამიტომ, ყველა მამაკაცი ოცნებობს ვაჟიშვილზე, მაგრამ უფრო მეტად უყვარს ქალიშვილი. გარდა ამისა ამ სიყვარულში იმხელა სითბო და ზრუნვაა, რომ გულგრილს ვერავის დატოვებს. ალბათ სწორედ ამიტომაა, რომ ქალიშვილებსაც მამები უფრო მეტად უყვართ.