სხვა პეტერბურგის მეტროში მატარებელი-ბიბლიოთეკა ივლის 2016, 23 აპრილი, 10:03 23 აპრილიდან სანკტ-პეტერბურგის მეტროში მატარებელი-ბიბლიოთეკა ივლის.
სპეციალური შემადგენლობა 8 ვაგონისგან შედგება და გარედან და შიგნიდან გაფორმებულია წიგნების და თაროების სიმბოლიკით, რაც იძლევა იმის შეგრძნებას, რომ თქვენ დიდ ბიბლიოთეკაში მოხვდით. -პირველად მოხვედრილი სტუმარი საჩუქრად მიიღებს დღეისთვის ყველაზე პოპულარულ 50 წიგნს, -აცხადებს ქალაქის ბეჭდვითი საქმის და საინფორმაციო საშუალებების კომიტეტის თავმჯდომარე სერგეი სელეზრეევი- წაკითხვისთვის საჭიროა თქვენი მობილურით ან ანდროიდით სპეციალურ ბმულზე გადახვიდეთ და წიგნს უფასოდ გადმოქაჩავთ.ყველა გადმოწერილი წიგნი ინახება და როცა გინდათ მაშინ გააგრძელებთ კითხვას. ელექტრონულ ბიბლიოთეკაში 8 ათასი წიგნია.მატარებელი სამი თვის განმავლობაში ივლის.აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტი უკვე განხორციელდა მოსკოვში და მინსკში. პეტერბურგის მოსახლეობა მიესალმება ამ ინციატივას კმაყოფილებას გამოხატავს. 41 8-ს მოსწონს
|