მუსიკა გარდაიცვალა ლეგენდარული ამერიკელი მომღერალი პრინსი 2016, 22 აპრილი, 9:39 ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი საკულტო მუსიკოსი პრინსი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.იგი აღმოაჩინეს მინიაპოლისის გარეუბანში, Paisley Park -ის სტუდიის კომპლექსის ლიფტში, რომელიც მომღერალს ეკუთვნოდა.
მუსიკოსი გრძნობა დაკარგული იყო.მედიკოსები ცდილობდნენ მის რეამინერებას, თუმცა უშედეგოდ.სიკვდილის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. პრინს როჯერ ნელსონი დაიბადა 1958 წლის 7 ივნისს მენეაპოლისში.მისი სადებიუტო ალბომი გამოვიდა გამოვიდა 1978 წლის 7 აპრილს სახელწოდებით "For You", თუმცა მსოფლიო აღიარება მოუტანა 1984 წელს გამოსულმა ალბომმა "Purple Rain".რომელმაც მშობლიურ აშშ-ში 13 გზის პლატინის სტატუსი მიიღო. იგი არის შვიდი "გრემის", ერთი "ოქროს გლობუსის" და ერთი "ოსკარის" მფლობელი. 2004 წელს ის შეყვანილი იქნა "როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში." კარიერის მანძილზე მისი 100 მილიონზე მეტი ჩანაწერია გაყიდული. მუსიკალურად პრინსის შემოქმედება მოიცავდა რამდენიმე ჟანრს, მათ შორის: რიტმ ენდ ბლუზი, სოული, პანკი, როკი, ბლუზი, ახალი ტალღა, ფსიქოდელია, ფოლკი, ჯაზი და ჰიპ-ჰოპი. 152 7-ს მოსწონს
|