სხვა ლონდონში გაიხსნა რესტორანი,სადაც კლიენტი დედიშობილა ისადილებს 2016, 21 აპრილი, 15:59 რესტორნის კლიენტები აბსოლუტურად დედიშობილა მიუჯდებიან სუფრას.
ლონდონში გაიხსნა რესტორანი The Bunyadi, რომელიც დედიშობილა კლიენტებს მოემსახურება.რესტორნის მენიუშია საოჯახო კერძები ნატურალული ინგრედიენტებით.ყველა ოფიციანტი და ადმინისტრაციული პერსონალიც რესტორანში შიშველი ივლის. მხოლოდ მზარეულებს აქვთ უფლება ჩაცმულები იყვნენ. -იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანმა განიცადოს ჭეშმარიტი თავისუფლება და ჭამის დროს განთავისუფლდეს თანამედროვე ცხოვრების ატრიბუტებისგან, თვით ტანსაცმლისგანაც კი, -აცხადებს რესტორნის მფლობელი სებ ლიოლი. რესტორნის კონცეფციაში -"თავისუფლება" შედის კოცონზე დამზადებული საკვები.რესტორნის ინტერიერი მთლიანად ხელით დამზადებული ავეჯითაა გაწყობილი, მაგიდები და სკამები კუნძებისგანაა დამზადებული.ხოლო ელექტრობის ნაცვლად დარბაზს სანთელები ანათებს. რესტორნის გარშემო აჟიოტაჟია ატეხილი.მსურველთა რიგში უკვე 10000 ადამიანია ჩაწერილი. 554 7-ს მოსწონს
|