x
image
alex999
ცივილიზაციისგან შორს... ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში!

ცივილიზაციისგან შორს, ყველაზე ნატურალური ტომი მსოფლიოში - დესანას ტომი. ავსტრალიელ ფოტოგრაფმა, დეივიდ ლაზარმა გადაწყვიტა ამაზონის ჯუნგლებში
სტუმრობა. მან მსოფლიოს ყველაზე ნატურალური "დესანას" ტომის ცხოვრება თავის ფოტოების საშუალებით აღწერა და მთელს მსოფლიოს გაუზიარა.

დესანას ტომი მდებარეობს სამხრეთ ამერიკის ამაზონის ჯუნგლებში, ბრაზილიის დედაქალაქიდან 5 000 კილომეტრის მოშორებით.

image



ტომის ადგილმდებარეობაზე მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ, ბრაზილიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ მანამუსიდან, ნავების საშუალებით. 30 წლის დეივიდ ლაზარმა ქალაქ მანამუსიდან რამოდენიმე საათიანი მოგზაურობის შემდეგ მიაღწია დესანას ტომის საზღვრებს....


image



დეივიდ ლაზარი მოგზაურობის შესახებ დაწვრილებით გვიყვება, მოდი ვნახოთ რა

აზრისაა ავსტრალიელი ფოტოგრაფი, მსოფლიოს ყველაზე ნატურალურ ტომზე.....


"ისინი ძალიან მეგობრული და თბილი ადამიანები არიან. ტომის ლიდერი ტრადიციულ მაკიაჟს ატარებს, თავზე სხვადასხვა ფერის ბუმბულებით მორთულ "ქუდს" ატარებს. ხშირად იღიმიან, რაც იმას ნიშნავს, რომ მშიდობიანი და ბედნიერები არიან".


image


" თუ დააკვირდებით ჩემს გადაღებულ ფოტოს, მიხვდებით რამდენად მნიშვნელოვანია ამ ტომში ოჯახური სიყვარული. ბებია და დედა პატარას ორივე მხრიდან ეხუტებიან, კოცნიან და ეფერებიან".



image


"მამაკაცებს თავები მაკაუს სახეობის თუთიყუშის ბუმბულებით აქვთ მორთული, ეს

მათი სიძლიერის, ერთგულების და პიროვნული ხასიათის სიმბოლოა".


image


"ეს დიდი და ლამაზი ქვეყანაა, ტურისტებს ძალიან მოსწონთ ბრაზილია, მაგრამ ჩემი

აზრით, ძალიან ბევრს დაკარგავენ, თუ ამ ტომს არ ესტუმრებიან".


image


ადგილობრივებმა დეივიდ ლაზარს რამოდენიმე კილომეტრით მოშორებით მდებარე

იგუაზუს ჩანჩქერი აჩვენეს და ამ ჩანჩქერის შესახებ საინტერესო ისტორია მოუყვეს...


image


"ლეგენდის თანახმად, არსებობდა ერთი ლამაზი გოგონა, სახელად ნაიპი. ამ ლამაზმანზე შეყვარებული იყო ერთ-ერთი ღმერთი, რომელმაც მისი რჩეული თავისნაირ მოკვდავთან ერთად დაინახა, როდესაც ამაზონის ტყიდან გარბოდნენ. განრისხებულმა ღმერთმა მდინარე შუაზე გაყო და ორივე სამუდამოდ წყლების ქვეშ დაამწყვდია..."



image


დეივიდ ლაზარმა ადგილობრივ ტომებთან საერთო ენის გამონახვა, სხვადასხვა ენების გამოყენებით შეძლო. მან ისინი ფოტოების გადაღებისთვის დაითანხმა და რაც შეიძლება ბევრჯერ გაუღიმა, რაც ადგილობრივებისთვის მეგობრობის და მშვიდობის ნიშანია.


წარმოგიდგენთ ავსტრალიელი ფოტოგრაფის, დეივიდ ლაზარის მიერ გადაღებულ

ფოტოებს...


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage






სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

6
38092
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:alex999
alex999
38092
  
2016, 7 ივნისი, 18:15
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 20 აპრილი, 18:29
სიამოვნებით დავისვენებ მანდ კიარადა დავჩები კაი ხანი :)
2016, 20 აპრილი, 16:53
გაიხარე ჩემო კარგო...
2016, 20 აპრილი, 16:51
ძალიან კარგი სტატიაა!!! ნამდვილად იმსახურებს გაზიარებას :)
2016, 20 აპრილი, 16:38
მადლობაა.. კარგია ესეთი ადგილები ძაან მომეწონა
2016, 20 აპრილი, 16:07
კარგი ფოტო კარგი ფილმივითაა, ან კარგი წიგნივით... მაგარია!!
0 1 6