ერთი კოვზი ამგვარი სასმელი სამჯერ მეტ ცხიმს დაგაწვევინებთ - უნიკალური ინგრედიენტი!
დიეტოლოგიაში ჩატარებულმა ბევრმა კვლევებმა დაამტკიცა, რომ ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად ყველაზე კარგ შედეგს იძლევა სანელებლებზე დამზადებული სასმელები.
ძირა (კუმინი) - ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სანელებელი, რომელსაც აღმოსავლურ სამზარეულოში იყენებენ. გარეგნულად ძალიან ჰგავს კვლიავს, თუმცა არომატითა საგემოვნო თვისებებით მისგან ძალიან გასხვავდება. ძირის გამოკვეთილი თხილისმაგვარი გემო მნიშვნელოვნად ამდიდრებს ბორსტნეულის, ფრინველისა თუ ცხვრის ხორცის და ბრიჯისგან დამზადებულ კერძებს.
ძველად ამ სანელებელს იყენებდნენ ნაღველკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ, მუცლის შებერილობისას, ჭრილობების დამუშავებისთვის. მეძუძური დედები ძირას იღებდნენ გავშვებში კოლიკების შესამსუბუქებლად. კუმინი იცავს ნაწლავს, ღვიძლს, თირკმელებს სიმსივნური დაავადებების განვითარებისგან, ამაღლებს იმუნიტეტს და ათავისუფლებს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან.
ძირას კიდევ ერთი საოცარი თვისება არის ქოლესტერინის დონის ეფექტური დაწევა და ნივთიერებათა ცვლის დაჩქარება. ჩაი, რომელშიც ეს სანელებელია დამატებული, სწრაფად აქვეითებს მადას, იძლევა დაკმაყოფილების შეგრძნებას და გამოაქვს ზედმეტი წყალი ქსოვილებიდან. ნაწლავის პერსიტალტიკის სტიმულირებისა და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზების წყალობით, ამგვარი სასმელი აძლიერებს ნებისმიერი დიეტის ეფექტს, მათ შორის გამაჯანსაღებელი დიეტების.
იმისათვის, რომ წონაში კლებისათვის განკუთვნილი ეს უნიკალური სასმელი მიიღოთ, ჩაყარეთ თერმოსში 2 ჩ.კ. მწვანე ჩაი, 3. ჩ.კ. ძირა, დაასხით 500 მლ. ცხელი წყალი და გააჩერეთ. ამგვარი ჩაი მიირთვით დღის განმავლობაში რამდენჯერმე, საჭმლის მიღებებს შორის.
შენიშვნა: ძირას გამოყენება, ისევე, როგორც ყველა სხვა სანელებლების, უკუნაჩვენებია ადამიანებისთვის, რომლებსაც აწუხებთ კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები და გასტრიტი.