დიეტოლოგია 6 პროდუქტი, რომელთა ჭამა უზმოზე არ შეიძლება - ეს უნდა იცოდეთ! 2015, 5 მაისი, 13:14 დაფიქრებულხართ რომელ პროდუქტებს მიირთმევთ დილით? ფიქრობთ რომ ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია? თურმე ასე არ არის! მეცნიერებმა დაადგინეს, რომ არსებობს პროდუქტები, რომელთა უზმოზე მიღებისგან თავის შეკავება მრავალ დაავადებას აგაცილებთ. და მაინც, რომელია ეს პროდუქტები? 1. ციტრუსი. ეს ნამდვილად ძალიან სასარგებლო ხილია, თუმცა უზმოზე მიღების შემთხვევაში შეიძლება გახდეს ალერგიის ან გასტრიტის მიზეზი. ამიტომ, რეკომენდებულია, საუზმის დაწყება სხვა საკვებით, მაგალითად შვრიის ფაფით, რომელსაც შემდეგ დააყოლებთ ციტრუსის წვენს. 2. ბანანი. მასში დიდი რაოდენობით მაგნიუმი შედის, რაც აუცილებელია გულ-სისხლძარღვთა მოქმედებისთვის. მაგრამ მშიერ კუჭზე ბანანის მიღებამ შეიძლება დაგირღვიოთ კალციუმისა და მაგნიუმის ბალანსი. 3. უმი ბოსტნეული. ყველა უმი ბოსტნეული შეიცავს მჟავას, რაც აღიზიანებს ცარიელი კუჭის ლორწოვან გარსს. ამიტომ, გასტრიტის ან კუჭის წყლულის თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია ბოსტნეული უმი სახით არ მიირთვათ უზმოზე. 4. ტკბილეული. კუჭქვეშა ჯირკვალი დილით ჩვენთან ერთად თანდათან იღვიძებს და ერთბაშად ვერ ახერხებს დიდი რაოდენობით ინსულინის გამომუშავებას. ამიტომ, დილიდანვე რომ არ მოვახდინოთ სისხლში შაქრის მარალი დონის პროვოცირება, უარი უნდა ვთქვათ უზმოზე ტკბილის მიღებისგან. 5. ყავა. ეს გამამხნევებელი და არომატული სასმელი ბევრისთვის დილაობით შეუცვლელია. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ უზმოზე იგი აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და შესაძლოა წყლულისა და გასტრიტის მიზეზიც გახდეს. 6. გამაგრილებელი სასმელები. დილით საჭმლის მომნელებელი სისტემის თანდათანობით ასამუშავებლად აუცილებელია რაიმე თბილის მიღება. ყველაზე კარგი ამ დროს არის უბრალო თბილი წყალი. უზმოზე გამაგრილებელი სასმელების დალევით კი კუჭის მოქმედებას მხოლოდ ვავნებთ. 3092 10-ს მოსწონს
|