x
image
natia.a
პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებს
image
ბევრმა შეიძლება არ იცის, რომ არსებობს პროდუქტები, რომლებიც მადას აქვეითებს. ეს პროდუქტები სრულიად ნატურალური და საკმაოდ გემრიელია. ამგვარი პროდუქტები ძალიან ცოტაა, მაგრამ სამაგიეროდ ადამიანს ეხმარება ზედმეტი კალორიების მიღებისა და გვერდითი მოვლენების გარეშე შიმშილის მოკვლაში. შემდეგში, როდესაც შიმშილი შეგაწუხებთ და თან ზედმეტი კალორიების მიღების შეგეშინდებათ, მიირთვით ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები, რომლებიც დაგანაყრებთ და სიამოვნებასაც მოგანიჭებთ.

1. ყავა

image

დღეში 1 ან 2 ფინჯანი უშაქრო, ან მცირე რაოდენობით შაქრიანი ყავა დაგეხმარებათ მადის დაქვეითებაში და დააჩქარებს მეტაბოლიზმს. კოფეინი ის ინგრედიენტია, რომელიც სიმაძღრის გრძნობას იწვევს, ამასთან, კვლევებმა დაადასტურა, რომ იგი ხსნის თავის ტკივილს და აუმჯობესებს გუნება-განწყობილებას.

2. თხილი

image


თხილს სხვა დადებითი თვისებების გარდა, აქვს მადის დამაქვეითებელი მოქმედება. თხილების უმრავლესობა შეიცავს ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-სა და ომეგა-6-ს, ბოჭკოვანებსა და Е ვიტამინს, რაც განსაკუთრებით სასარგებლოს ხდის მრავალფეროვანი საკვების მოყვარული ადამიანებისათვის. დანაყრების გარდა თხილი დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე და სასარგებლოა კანისთვის. ასე რომ, მიირთვით ნუში, ნიგოზი, არაქისი და ა.შ.


3. ბოსტნეულის წვენი

image

ბოსტნეულის წვენი, შეიძლება ბევრს არ უყვარს, მაგრამ იგი ვიტამინების მიღებასთან ერთად მადის დაქვეითების საუკეთესო საშუალებაცაა. იგივე შეიძლება ითქვას ბოსტნეულის ბულიონზეც.

4. შვრიის ფაფა

image

კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო საკვები როგორც ზოგადად ჯანმრთელობისთვის, ასევე მადის დასაქვეითებლად. იგი მდიდარია ბოჭკოვანებით და დიდი ხნის მანძილზე უნარჩუნებს ადამიანს დანაყრების გრძნობას.


5. ვაშლი

image

ვაშლი, რომელიც მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და ბოჭკოვანებით, შედის ამ ნუსხაში. ამათ გარდა ვაშლი შეიცავს პეტკინს, ნივთიერებას, რომელიც აკონტროლებს სისხლში შაქრის შემცველობას. მიირთვით ვაშლი საუზმის მაგივრად ან დაამატეთ იგი შვრიის ფაფაში.

6. ჩაი

image

ჩაი, უფრო სწორად, მხოლოდ მწვანე ან პიტნის ჩაი, რომლებიც სხვა დადებითი თვისებების გარდა, მადის შეკავებაშიც გვეხმარება. მწვანე ჩაი შეიცავს კოფეინსა და კატეხინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის დაქვეითებას და ახდენს ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას. კვლევებმა დაადასტურა, რომ პიტნის ჩაის შეუძლია შიმშილის გრძნობის ჩახშობა.

7. ვაშლის ძმარი

image

ვაშლის ძმარი, გარდა იმისა, რომ გამოიყენება ბევრი რამის სამკურნალოდ და შეგიძლიათ იხმაროთ უამრავ კერძში, აქვს შიმშილის გრძნობის დამაქვეითებელი მოქმედებაც, რამდენადაც გამოყოფს სისხლში გლუკოზას. იგი გვეხმარება ნივთიერებათა ცვლაში, გვამარაგებს მინერალებითა და ვიტამინებით და გვიხსნის დაღლილობას. ვაშლის ძმარი შეიძლება ნებისმიერი ფორმით მიიღოთ: უბრალოდ დალიოთ, გამოიყენოთ კერძებში, განსაკუთრებით კი - სალათებში.


8. მწარე შოკოლადი

image

მეცნიერები თვლიან, რომ რძიანი შოკოლადი მადას აღვიძებს, ხოლო მწარე, შავი შოკოლადი, პირიქით, აქვეითებს. ასე რომ, თუ ნაშუადღევს ცოტა რაოდენობით მწარე შოკოლადს მიირთმევთ, საღამოს მსუბუქი ვახშამი სრულიად დაგაკმაყოფილებთ.


9. წყალი

image

მადას აქვეითებს ასევე ჩვეულებრივი წყალი. სასურველია წყალი მივიღოთ ჭამამდე 20-30 წუთით ადრე, რადგან უშუალოდ ჭამის შემდეგ წყლის მიღება საჭმლის მონელების პროცესს ანელებს.





0
1414
7-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
1414
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0