ქალი და მამაკაცი ბრიტანელი მამაკაცი საკუთარ დედაზე ქორწინდება 2016, 18 აპრილი, 15:19 ![]() 51 წლის კიმ უესტმა 33 წლის წინ აშშ-ში იმშობიარა, უარი თქვა შვილზე და ბრიტანეთში დაბრუნდა. ბენ ფორდმა 30 წლის შემდეგ გადაწყვიტა ბიოლოგიური დედა მოეძებნა, მეტიც, როცა შეხვდნენ ერთმანეთს მათ ძლიერი ლტოლვა იგრძნეს ერთმანეთის მიმართ და ახლა აპირებენ დაქორწინებას. აღსანიშნავია, რომ ბენს ცოლი ჰყავდა და იმის გამო გაეყარა, რომ საკუთარ დედაზე დაქორწინებულიყო. ამჟამად წყვილი ეძებს სუროგატ დედას, რადგან კიმს უკვე ასაკის გამო აღარ შეუძლია იყოლიოს შვილი ბუნებრივი გზით. "ვიცი, როგორ ამაზრზენად გამოვიყურებით საზოგადოების თვალში, მაგრამ როდესაც სიყვარულია და ეს გრძნობა მთლიანად გშთანთქავს, მზად ხარ უარი თქვა ყველაფერზე, იბრძოლო მისთვის, ასეთი შანსი ერთხელ მოდის ცხოვრებაში და ბენთან ერთად არ გავუშვებთ ხელიდან არავითარ შემთხვევაში "-აღნიშნა კიმმა Mirror-თან საუბარში. ![]() ამასობაში კი დედა -შვილის ისტორიამ მალე მთელი ბრიტანული პრესა და ინტერნეტგამოცემები მოიცვა.მომხმარებლები ერთსულოვნად კიმს და ბენს ამაზრზენ მანკიერ ავადმყოფებს უწოდებენ. აღსანიშნავია ისიც, რომ ინცესტი კანონის მიხედვით დასჯადია, მაგალითად შტატ მიჩიგანში, საიდანაც არის ბენი, ინცესტზე 15 წელი ციხეა. ![]() 4071 7-ს მოსწონს 2-ს არა
|