სხვა შაოლინის ბერების ერთ დღიანი მომზადება 2016, 18 აპრილი, 15:32 უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. შაოლინელი ჟამთააღმწერლის გადმოცემით, მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთა შაოშიზე მდებარე მონასტერს ნიშნავს. სუნშანის მთებში მდებარე შაოლინი ამჟამად ერთადერთი მონასტერია, თუმცა ადრე ჩინეთში ამავე სახელწოდების 10 მონასტერი არსებობდა.
შაოლინის ბერების აზრით ძალა ადამიანის გონებიდან მოდის. მათ შეუძლიათ სხეულის მაქსიმალური გამოყენება, რითაც სასწაულებრივ ილეთებს აკეთებენ. ბერები ძირითადად ვარჯიშობენ ფსიქოლოგიურად, წონასწორობის გასავითარებლად, თავდაცვის გასაძლიერებლად და მოწინააღმდეგის უფრო მარტივად დასამარცხებლად.
ნახეთ როგორ ვარჯიშობენ ისინი მხოლოდ ერთ დღეში...
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
600 12-ს მოსწონს
|