x
image
alex999
Mediator image
შაოლინის ბერების ერთ დღიანი მომზადება

უძველეს ბუდისტურ მონასტერ შაოლინს აღმოსავლური ორთაბრძოლების აკვანს უწოდებენ. შაოლინელი ჟამთააღმწერლის გადმოცემით, მონასტრის სახელწოდება მისი ადგილმდებარეობიდან მომდინარეობს და სიტყვასიტყვით მთა შაოშიზე მდებარე მონასტერს ნიშნავს. სუნშანის მთებში მდებარე შაოლინი ამჟამად ერთადერთი მონასტერია, თუმცა ადრე ჩინეთში ამავე სახელწოდების 10 მონასტერი არსებობდა.


შაოლინის ბერების აზრით ძალა ადამიანის გონებიდან მოდის. მათ შეუძლიათ სხეულის მაქსიმალური გამოყენება, რითაც სასწაულებრივ ილეთებს აკეთებენ. ბერები ძირითადად ვარჯიშობენ ფსიქოლოგიურად, წონასწორობის გასავითარებლად, თავდაცვის გასაძლიერებლად და მოწინააღმდეგის უფრო მარტივად დასამარცხებლად.


სპეციალისტთა აზრით, შაოლინი არის ფუძემდებელი იაპონური კარატესა და ჩინურ ტაეკვანდოსი. მონასტრის ტრადიციები დღესაც გრძელდება: შაოლინის მორჩილები დილის 5 საათზე დგებიან და ღამის 11 საათზე იძინებენ. სიფხიზლის 18 საათი ლოცვებით, მედიტაციით, ვარჯიშით, ქადაგებებით არის დატვირთული. 6 საათიანი ვარჯიში მათი დღის რეჟიმის აუცილებელი ატრიბუტია. მოსწავლეების მიღება 5 წლიდან არის ნებადართული. შაოლინის ბერების შემოსავალი თითო ბავშვზე თვეში 150-200 დოლარამდეა.


ახლა კი წარმოგიდგენთ შაოლინის ბერების ერთ დღიან მომზადების ფოტოკოლაჟს.

ნახეთ როგორ ვარჯიშობენ ისინი მხოლოდ ერთ დღეში...

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



















1
588
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
588
  
2017, 21 ივლისი, 15:31
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1