x
image
ნინონი79
საოცარია! ყარყატების 15 წლიანი სიყვარული
ყარყატი სახელად - კლეპატანი, 15 წლის განმავლობაში, სეზონურად, 13 ათას კილომეტრს ფარავს იმისთვის, რომ მის დაჭრილ მეგობართან მოფრინდეს. ყარყატების ერთგულების და სიყვარულის ეს დაუჯერებელი ფაქტი ხორვატიის სოფელში - ბროდსკი-ვაროშში ხდება.

ყოველი აგვისტოს ბოლოს, კლეპატანი იძულებულია დატოვოს მისი დაჭრილი მეგობარი-მალენა. ის აფრიკის თბილ ქვეყნებში მიფრინავს. მალენა კი ადგილზე რჩება, რადგან 22 წლის წინ ის მონადირემ დაჭრა და ფრენა არ შეუძლია. კლეპატანი ყოველი მარტის თვეში მოფრინავს მის სიყვარულთან. ყოველ წელს უსაყვარლესი ბარტყები იჩეკება, მის გაზრდაში კლეპატანი მალენას ეხმარება.

სანამ კლეპატანი აფრიკაშია, მალენას სკოლის ყოფილი დამლაგებელი უვლის. ფრინველებმა პირდაპირ მისი სახლის სახურავზე გაიკეთეს ბუდე. სწორედ ამ ადამიანის წყალობით გახდა ცნობილი ყარყატების ეს საოცარი ამბავი. სახელებიც სწორედ მან შეარქვა.


imageimage


image



imageimage
imageimageimageimage

0
86
7-ს მოსწონს
ავტორი:ნინონი79
ნინონი79
86
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0