ცნობილმა ფრანგულმა ჟურნალმა “ჩარლი ებდო”-მ ამჯერად დაღუპული სირიელი ბავშვის ფოტოს მიხედვით შექმნა კარიკატურები
ფრანგული ჟურნალი "შარლი ებდო" ცნობილია თავისი პროვოკაციული კარიკატურებით. ამჯერად მან თურქეთის სანაპიროზე გამორიყული, გარდაცვლილი სირიელი ბავშვის თემაზე ააგო კარიკატურები. როგორც The Daily Mirror აცხადებს, კარიკატურამ საკმაოდ დიდი კრიტიკა გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოებაში.
ჟურნალის გარეკანზე გამოსხულია ორი კარკატურა.
ერთზე გარდაცვლილი ბავშვის ფიგურას წარწერა ახლავს მსგავსი შინარსით; "ასე ახლოს მიზანთან", იქვე კი "მაკდონალდსის" რეკლამა წერია: "მიიღე ორი საბავშვო მენიუ ერთის ფასად".
მეორე კარიკატურას კი სათაური ახლავს სიტყვებით; "დადასტურება იმისა, რომ ევროპა ქრისტიანულია". სათაურის ქვეშ გამოსახულია იესო ქრისტე, რომელიც წყალზე მიაბიჯებს და ამბობს; "ქრისტიანები წყალზე დადიან, ხოლო მუსულმანი ბავშვები წყალში იხრჩობიან".
წყარო:
http://www.timesofisrael.com/charlie-hebo-under-fire-for-cartoons-of-drowned-syrian-child/
http://lenta.ru/news/2015/09/14/charlie_strikes_again/