რჩევები შეუთავსებლები. სამოსი რომლის ერთად ჩაცმა არ შეიძლება 2016, 22 აპრილი, 10:17 ეკლექტიკა და ერთი შეხედვით შეუთავსებელი ნივთების ერთად ტარება, დღეს მოდაშია, მაგრამ გარდერობის ზოგიერთი ნივთი, უმჯობესია ერთად არ ჩაიცვათ.
თუ ქვედაბოლოს სიგრძეის ზღვარი მუხლის სიახლოვეს გადის – ჩექმა უნდა იყოს დაბალყელიანი, ხოლო თუ ჩექმა მაღალყელიანია – ქვედაბოლი მინი უნდა იყოს. საზღვარი მათ შორის, ადამიანს ორ ნაწილად არ უნდა «ჭრიდეს».
ბერეტი + ქურთუკი
სპორტული შარვალი + ფეხსაცმელი «ნავი»
ორი და მეტი დიდი ზომის ნივთი ერთდროულად
სპორტული სტილის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი + ჯინსი-სკინი ასეთი კომბინაცია მიუღებელი კი არა აკრძალულია, რადგან ისეთი შეგრძნება იქმნება, თითქოს ფეხები ფეხსაცმლით კი არა, ჩლიქებით მთავრდება. რა თქმა უნდა, ამ სტილის ფეხსაცმელი ძალიან პრაქტიკულია. მაგრამ, მისი ჩაცმა არ შეიძლება ვიწრო ჯინსზე. უმჯობესია თუ მას კლასიკური სიგრძის (როდესაც შარვლის ტოტი ქუსლს მალავს) განიერ შარვალზე ჩაიცვამთ, როგორც მაღალქუსლიანი ფეხსაცმელის ალტერნატივას.
გამჭვირვალე კოლგოტი + თბილი სამოსი გამჭვირვალე, ხორცისფერი კოლგოტები ზამთრის სამოსთან ერთად, ძალიან უცნაურად გამოიყურება — «შიშველი» ფეხები სამოსის ზამთრის კომბინაციაში ნამდვილად ვერ «ეწერება». ტოტის ბოლოში გაფართოებული შარვალი (შლაქსი) + ქუსლიანი ფეხსაცმელი თუ მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, წვივებზე მომდგარ ჯინსს ჩაიცვამთ, მაგ. სკინებს, პრობლება არ იქნება. მაგრამ, თუ შარვალს განიერი ტოტები აქვს, მისი ჩაცმა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე, იდეალური ფიგურის შემთხვევაშიც კი, დაუშვებელია. შარვალი განიერი ტოტებით, აუცილებლად უნდა ფარავდეს ფეხსაცმლის ქუსლს. იმ შემთხვევაში, თუ მუდმივად მაღალ ფეხსაცმელს ატარებთ, საჭირო სიგრძეზე გრძელი შარვალი შეიძინეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს გარეგნობას, ვიზუალურად, რამდენიმა სანტმეტრი მოაკლება სიმაღლეში და რამდენიმე კილოგრამი დაემატება წონაში ანუ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით და მოკლე შარვლით, დაბალი და მსუქანი გამოჩნდებით. 4391 12-ს მოსწონს
|