x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
5 რამ, რაც არავის უნდა გავუზიაროთ

ბევრმა არ იცის, რომ საკუთარი და ოჯახური ცხოვრების ზოგიერთი დეტალის განხილვა, თუნდაც ყველაზე ახლობელ ადამიანებთანაც კი, არ შეიძლება, რადგან ასეთ ქმედებას უბედურების მოზიდვა და ცხოვრების დანგრევა შეუძლია. როგორც ამბობენ: «სიტყვა – ვერცხლი, ხოლო, დუმილი – ოქროაო...». თუმცა, ეს ყველას არ ახსოვს!

მაშ, ასე, ექსტრასენსების რჩევებს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენი ცხოვრების 5 რამ არასდროს, არავისთან არ უნდა განვიხილოთ.


image



1. სასიყვარულო ურთიერთობები


ყველა ჩვენგანს ჰქონია სიტუაცია, როდესაც რომანტიკულ ურთიერთობასთან დაკავშირებით, ვინმესთვის რჩევის კითხვა გვდომებია. თუმცა, იმას ვერ ვაცნობიერებთ, რომ აღნიშნულ თემაზე საუბრისას, სიყვარულის ენერგიას გავცემთ და საერთო ენერგეტიკას ვარღვევთ.
სასიყვარულო ურთიერთობა – მხოლოდ ორი ადამიანის საქმეა და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში, მისი განხილვა მხოლოდ შეყვარებულებს შორის უნდა მოხდეს.



2. ჯანმრთელობა და ავადმყოფობა


ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხშირად, ირგვლივმყოფ ადამიანებთან განვიხილავთ, აღვწერთ სიმპტომებს, ვწუწუნებთ ტკივილებზე, თანაგრძნობას ვიწვევთ... თუმცა, ასეთმა საუბრებრებმა, შეიძლება, სიტუაცია კიდევ უფრო დაამძიმოს.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის არ არის საჭირო, დროს და ენერგიის ფუჭ წუწუნზე დაკარგვა. თუ თავად არ შეგიძლიათ სიტუაციის გამოსწორება, დახმარებისთვის ექიმს მიმართეთ.



3. შემოსავალი და ვალი


ექსტრასენსების რეკომენდაციით, ფინანსური საკითხები არასდროს უნდა განვიხილოთ სხვა ადამიანებთან, მათ შორის, ახლობლებთანაც კი.
ფულს ძლიერი ენერგეტიკა აქვს და ფინანსური მდგომარეობის და გეგმების განხილვის დროს, შეიძლება, გაუცნობიერებლად, საკუთარი ფინანსური არხის გასაღები სხვას გადავცეთ და ამით, მატერიალური კეთილდღეობა დავკარგოთ.




4. ბავშვების ქცევა


არასდროს განიხილოთ საკუთარი შვილების საქციელი ნათესავებთან ან მეგობრებთან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი ქმედება არ მოგწონთ და დახმარება გესაჭიროებათ.

ასეთი საკითხების განხილვისას, თქვენ ენერგეტიკულ არხს არღვევთ, რომელიც თქვენ, ბავშვთან გაკავშირებთ, რაც სამომავლოდ, შეიძლება, თქვენ შორის სრული გაუგებრობის მიზეზი გახდეს.

ექსტრასენსები გვირჩევენ, რომ ყველა პრობლემა ბავშვებთან, ოჯახურ წრეში მოვაგვაროთ და ის ირგვლივმყოფების განხილვის თემად არ ვაქციოთ. ასეთი ქმედება, ბავშვებთან უფრო მეტად დაგაახლოვებთ და სამომავლოდ, ბევრ პრობლემას აგაცილებთ თავიდან.



5. სამომავლო გეგმები


«კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო» – ეს ანდაზა ყველას აქვს გაგონილი, მაგრამ უმრავლესობას არ ახსოვს. საკუთარ გეგმებს ნურავის გაუზიარებთ! – გვაფრთხილებენ ექსტრასენსები.

განვიხილავთ რა, მომავალთან დაკავშირებით, საკუთარ ოცნებებს, – ამით სხვებისთვის ხელმისაწვდომს ვხდით სამომავლო გეგმების ენერგიას და ოცნებები აუხდენელი გვრჩება.

დაზოგეთ ენერგია და ის საკუთარი მიზნის ახდენაზე მიმართეთ – და მაშინ, თქვენი ყველა სურვილი განხორციელდება.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1 ყველაზე დიდი განძი მსოფლიოში, ჯერ კიდევ საპოვნელია
2. რატომ არ დაკრძალეს თავის დროზე ლენინი და რომელი საბჭოთა ბელადის პიროვნების კულტი უფრო დიდი იყო
3. 10 ადამიანი, რომელმაც საკუთარი სახელი ნივთებს მისცა

4. ძაღმა მისთვის უცნობი ადამიანი წაიყვანა, რომ მიტოვებული ჩვილი გადაერჩინა
5. მთვარის 11 საიდუმლო

6. მსოფლიოს ყველაზე იდუმალი არტიფაქტები

2
1217
7-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1217
  
2021, 15 აპრილი, 10:19
აბა, ახლობელს რაზე ველაპარაკო?))
0 1 2