x
მეტი
  • 02.02.2023
  • სტატია:125352
  • ვიდეო:355904
  • სურათი:498235
ძაღმა მისთვის უცნობი ადამიანი წაიყვანა, რომ მიტოვებული ჩვილი გადაერჩინა

ეს დაუჯერებელი ამბავი ფილიპინებზე, სებუს პროვინციაში მოხდა. ადგილობრივი მცხოვრები ჯენრელი მოტოციკლით მთის გზაზე მიდიოდა, როდესაც მის წინ ძაღლი გამოჩნდა.


image


მან ყეფა დაიწყო და მოტოციკლს დაედევნა. ჯენრელმა მდევრისგან გაქცევა სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა — ძაღლი არ ეშვებოდა და მთელი ძალით მას მისდევდა. ბოლოს, მამაკაცი მიხვდა, რომ საქმე რაღაცაში იყო და გაჩერდა. «იქნებ ვინმეს დახმარება სჭირდება?» — გაიფიქრა მან. გაჩერდა ძაღლიც, მან ყეფა შეწყვიტა და გეზი ნაგავსაყრელისკენ აიღო. ის რაღაც, გადახვეულთან მივიდა და მას შეხედა. ხოლო, როდესაც კაცი ძაღლს მიუახლოვდა, საკუთარ თვალებს არ დაუჯერა — მის წინ, პირსახოცში გახვეული, ახალშობილი იყო. მან მაშინვე პოლოცია გამოიძახა.

ჯენრელი, ახალშობილ ბიჭთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ჩვილი გასინჯეს, ხოლო მამაკაცი დაკითხეს. ბავშვი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა.

ამ აურზაურში, ისტორიის მთავარი გმირი ყველას გადაავიწყდა... ძაღლი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ იპოვეს. ყველა დარწმუნებული იყო, რომ მას პატრონი არა ჰყავდა. თუმცა, აღმოჩნდა რომ ბლექი (როგორც გაირკვა, ასე ერქვა ძაღლს) უსახლკარო არ ყოფილა.

«Hope for Strays» ორგანიზაციის მოხალისეებმა, რომლებიც უპატრონო ცხოველებზე ზრუნავენ, გაარკვიეს სად ცხოვრობდა გმირი ძაღლი და საჩუქრები მიუტანეს.

მიუხედავად იმისა, რომ ღარიბი ვარ, ჩემს ძაღლებს ვაჭმევ და მათზე კარგად ვზრუნავ, — თქვა ძაღლის პატრონმა.
აღმოჩნდა, რომ ბლექის გარდა, მას სახლში კიდევ 10 ძაღლი ჰყავდა. ამიტომ, მოხალისეებმა, ზემოთ ხსენებული საჩუქრების გარდა, მათთან კიდევ რამდენიმე ტომარა საკვები მიიტანეს... და არც ოჯახი დაივიწყეს. ისინი მართლაც ძალიან გაჭირვებულები იყვნენ. ამიტომ, მათ პროდუქტები მიუტანეს და ფინანსურადაც დაეხმარნენ.


imageimageimageimageimageimageimageimage


ასეთი ჭკვიანი და მეგობრული ძაღლის აღზრდისთვის, პატრონს მადლობა გადაუხადეს.

imageimageimageimageimageimage





0
243
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
243
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0