ქალი და მამაკაცი ყველაზე სექსუალური ტყუპი დები მთელს მსოფლიოში 2016, 17 აპრილი, 12:29 ტყუპები, როგორც წესი ძუძუმწოვრებისა და ადამიანის ორი ან მეტი ნაშიერია (ბავშვი). ტყუპები ჩნდებიან თითქმის ერთდროულად ერთი დედისგან. არსებობს ტყუპების ორი ტიპი: ერთკვერცხისეული და სხვადასხვაკვერცხისეული. ერთკვერცხისეული ტყუპები ვითარდებიან ერთი ზიგოტისგან (შედეგად მეორე სახელს მონოზიგოტურსაც უწოდებენ), რომელიც ორსულობის ადრეულ სტადიაზე იყოფა ორ ან მეტ იზოლირებულ ნაწილად; ამათგან თითეული დამოუკიდებელ ორგანიზმად ვითარდება. ჩანასახის ნაწილების არასრული დაცილების დროს ვითარდებიან სიამის ტყუპები. ერთკვერცხისეულ უჯრედებს აქვთ საერთო პლაცენტა, ერთნაირი გენოტიპი, ყოველთვის ერთი სქესისანი არიან, აქვთ სისხლის ერთი და იგივე ჯგუფი და ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვაკვერცხისეული ტყუპების წარმოშობა შესაძლებელია ორი ან მეტი კვერცხუჯრედის ერთდროულად მომწიფების შემთხვევაში. ისინი შეიძლება იყვნენ როგორც განსხვავებული, ისე ერთი სქესისანი, ერთმანეთს ისე ჰგვანან, როგორც ჩვეულებრივი და-ძმა. ერთკვერცხისეულ ანუ იდენტურ ტყუპებს ერთნაირი გემოვნება, ჩვევები მისწრაფებები აქვთ. უპირატესობას ერთსა და იმავე ტანსაცმელს, თმის ვარცხნილობას ანიჭებენ. მოსწონთ ერთი და იგივე წიგნი, სპექტაკლი. იმ შემთხვევაში თუ მათ დაბადებისთანავე ერთმანეთს დააშორებენ და ცალ ცალკე გაიზრდებიან ხშირად ერთსა და იმავე პროფესიას ირჩევენ, ერთი და იმავე დაავადებით და თითქმის ერთდროულად ავადდებიან.
ჩვენს სამყაროში უამრავია წარმოუდგენელი სილამაზის ქალი, თუმცა უფრო საოცარია, როდესაც ეს სილამაზე ორი, სამი და მეტია ანუ არსებობენ ერთმანეთის იდენტური ტყუპი დები. დღეს სწორედ ისინი მინდა წარმოგიდგინოთ და მოდით ერთად გადავხედოთ ფოტოკრებულს, თუ ვინ სარგებლობენ სმოფლიოს ყველაზე სექსუალური ტყუპი დების სტატუსით. 1. Сестры Грушины, ასე მოიხსენიებენ მთელს ინტრნეტში ამ ულამაზეს ტყუპებს, რომლებიც წარმოშობით რუსეთიდან არიან და მათი სახელები ყველასათვის ცნობილი არაა, თუმცა დღეს ის გამონაკლისი შემთხვევაა, რომ გაგიმხილოთ- კრისტინა და ანა, რომლებიც მუშაობენ DJ-იდ და ხსნიან დღევანდელი სტატიის რეიტინგულ სიას. 2. Nikki & Brie. ამერიკელი ტყუპი დები ცნობილი მოჭიდავეები არიან, რომელთაც ხშირად მიუღიათ მონაწილეობა WWE-ში. 2011 წლის აპრილში ბრი გახდა WWE-ს ქალღმერთი, ხოლო ნიკიმ ეს ტიტული მოიპოვა 2012 წლის აპრილში და მრავალი წლის მანძილზე შეინარჩუნა ჩემპიონის ქამარი. 3. დები Krimmins-ები- ლაურა, ელისონი და ნიკოლა. კუნძული Man-იდან არიან, რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას შორის. ამჟამად 29 წლის დები, 16 წლიდან მოდელად მუშაობენ. 4. Kamila და Mariana Davalos-ები. დაიბადნენ კენტუკში, 10 წლის მანძილზე მოდელებად მუშაობდნენ კოლუმბიაში, ამჟამად კი ისინი ქალის თეთრეულს დემონსტრაციას უწევენ რეკლამებში. 5. Bia და Branca Feres-ები. 28 წლის ტყუპი დები სინქრონული ცურვის ვარსკვლავები გახლავთ. "გიმნასტიკით" 3 წლის ასაკიდან დაკავდნენ, ხოლო ცურვით კი 7 წლიდან და 2011 წლამდე წარმოადგენდნენ სინქრონული ცურვის ვარსკვლავებს, დღეს კი ისინი სამოდელო და სამსახიობო კარიერას მიყვებიან. 6. Tegan და Samantha Fish-ები. ტანმოვარჯიშე და აკრობატი დები ავსტრალიიდან არიან. აკრობატიკაში ჩაერთნენ 3 წლის ასაკიდან, ცეკვაში კი 6 წლიდან. ახლა ისინი 20 წლისანი არიან და საკმაოდ სექსუალურები და წარმატებულები. 7. Tessa, Esme, Bo და Lisa Akse-ები. 17 მილიონ ნიდერლანდელს შორის არსებობს მხოლოდ 4 ტყუპი და და თავიანთი უნიკალურობით მათ მთელი სამშობლო იცნობთ. (რაში გამოიხატება მათი უნიკალურობა, დაკონკრეტებული არ იყო, თუმცა ალბათ ის, რომ იშვიათობაა 4 ტყუპი და). 8. Claudia და Laura Badura. ტყუპი დები ცხოვრობენ ორ სახლში- ინგლისსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ისინი არიან- ბლოგერები, მოდელები, შემოქმედებითი პიროვნებები და მსოფლიოს მოდის წარმომადგენლები. 9. Alexander, Isabella და Monica Kapets-ები. პოლონელი ტყუპი დები წარმომადგენლები არიან პოპ ჯგუფისა "Alizma", რომლის სახელი მათ სახელებთან ასოცირდება. სტუდენტობის დროს ჩავიდნენ ამერიკაში და მალევე დაიპყრეს არა მარტო ის, არამედ მთელი მსოფლიო. 10. Nicky, Nicole და Natalie Taylor-ები. 25 წლის მშვენიერი ჟღალი დები მსოფლიომ ჯგუფიდან Red Roots გაიცნო. სიმღერა 5 წლის ასაკიდან დაიწყეს და თავდაპირველად ეკლესიის გუნდში მღეროდნენ. 11. Jade, Joel და Mary Tang-ები. წარმოშობით კანადელი დები დაიაბადნენ 1990 წელს შობის დღეს. უკრაინელი დედისა და ჩინელი მამის- ევროპული და აზიური სისხლის გავლენით კი უჩვეულო სილამაზით გამოირჩევიან. DJ დები ასევე მისდევენ სამსახიობო კარიერას. 12. Rene და Elisha Herbert-ები. წარმოშობით ავსტრალიელი, ულამაზესი ტყუპი დები სულ რაღაც 16 წლისანი არიან, თუმცა უკვე მოახერხეს და თავი გააცნეს მსოფლიოს. ისინი სიდნეიში სამოდელო კარიერით არიან დაკავებულები. 1092 20-ს მოსწონს
|