საბუნებისმეტყველო გადაშენების პირას მყოფი 10 უმნიშვნელოვანესი ცხოველი! 2016, 15 აპრილი, 14:47
ველური ბუნების ფონდის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 1970 წლიდან, გარეული ცხოველების პოპულაცია 52%-ით შემცირდა. ანგარიში Global Footprint Network-ისა და ლონდონის ზოოლოგიური საზოგადოების ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადდა. აღსანიშნავია, რომ დროის იგივე მონაკვეთში, ადამიანთა რაოდენობა 3, 7 მილიარდიდან 7 მილიარდამდე გაიზარდა. 1. ამურის სპარსული ლეოპარდი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მტაცებელი, რომელიც გადაშენების პირასაა. სპარსული ლეოპარდის ოჯახი რუსეთის აღმოსავლეთია. მას ამურის სპარსულ ლეოპარდს ეძახიან. ამ მტაცებელს შეუძლია საათში 60 კილომეტრი გაავითაროს, 6 მეტრის სიგრძეში და 3 მეტრის სიმაღლეზეც თავისუფლად შეუძლია ახტომა. ამურის სპარსული ლეოპარდები საშუალოდ ველურ გარემოში 15 წელს ცხოვრობენ, ხოლო ზოოპარკებში ისინი 20 წლამდე აღწევენ. National Geographic-ის ცნობით, ამურის სპარსული ლეოპარდების დარჩენილი რაოდენობა 70-ს არ აღემატება. 2. შავი მარტორქა საერთაშორისო ბუნების დაცვის კავშირის ინფორმაციით, დასავლეთ აფრიკაში ბინადარი შავი მარტორქა ოფიციალურად გადაშენებულ ცხოველად გამოცხადდა. ის აფრიკაში ბოლოს 2006 წელს ნახეს. თუმცა ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, აღმოჩენილია 500-ზე მეტი შავი მარტორქა აფრიკის ტერიტორიებზე, რაც ამ სახეობის გადარჩენის შანსებს იძლევა. 3. მდინარე კროსის გორილა ისინი ბინადრობენ ნიგერიასა და კამერუნში. მდინარე კროსი ნიგერიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მდინარეა. გორილების ჯიშიც მდინარის გარშემო ტერიტორიაზე ცხოვრობენ და აქედან გამომდინარე მათ მდინარე კროსის გორილებს უწოდებენ. 80-იან წლებში გორილის ამ ჯიშს გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა. ამ გორილას ჯიშს აქვს ძალიან გემრიელი და ჭარბი ხორცი, ამის გამო მასზე მიმდინარეობს ძალიან ბევრი უკანონო ნადირობა, რაც განაპირობებს იმას, რომ გორილას გადაშენების საფრთხე ემუქრება უახლოეს მომავალში. ამ წუთისთვის მხოლოდ 300-მდე მდინარე კროსის გორილაა დარჩენილი. 4. დიდთავიანი ზღვის კუ დიდთავა ზღვის კუები, ისევე როგორც ზღვის კუების ექვსივე სახეობა, გადაშენების პირას მყოფ ცხოველების სიაში არიან შეყვანილნი. თევზაობის სიხშირესთან ერთად ამის მიზეზი კლიმატის ცვლილებაა. 5. იავანის მარტორქა იავანური მარტორქა ითვლება ყველაზე მსხვილ ძუძუმწოვარად, რომელსაც ემუქრება გადაშენება. მსოფლიოში ამ ცხოველის მხოლოდ 2 პოპულაცია ფიქსირდება და საერთოდ ჯამში კი – 60. ამ უიშვიათესი ცხოველების სამოცივე ინდოეთის Ujung Kulon-ის ეროვნულ პარკში ცხოვრობენ. 6. ტყავიანი კუები ტყავიანი კუების რიცხვი ძალიან შემცირდა, განსაკუთრებით წყნარ ოკეანეში, სადაც მხოლოდ 2300-ია შემორჩენილი. ტყავიანი კუების სიგრძე 1, 5 მეტრამდეა. 7. მთის გორილა მთის გორილები ბოლო პერიოდში მხოლოდ უგანდის საზღვრებთან შეიმჩნევიან. მთის გორილის რაოდენობა საკამოდ შემცირდა – 720მდე. 8. პანგოლინი მოკლედ, აი, ეს არის პანგოლინი. სანამ გული აგერეოდეთ, იცოდეთ, რომ მალე, შეიძლება, საერთოდ გაქრნენ დედამიწიდან. პანგოლინებს დღეს ისე უჭირთ, როგორც, ვთქვათ, ჰატის მცხოვრებლებს. 9. საოლა
საოლას სახეობის ძუძუმწოვარის აღმოჩენა ჯერ მხოლოდ 1992 წელს იქნა შესაძლებელი. ეს ცხოველი გასული საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო აღმოჩენა იყო. რაოდენობა: უცნობია. ბინადრობს ვიეტნამში, ლაოსში, კამბოჯაში. 10. საიგა
რაოდენობა: 750. ბინადრობს ყაზახეთში, უზბეკეთში, ყირგიზეთში, თურქმენეთში, რუსეთში და დასავლეთ მონღოლეთში. საიგას სახეობაც სავარაუდოდ 2025 წლისთვის აღარ იარსებებს.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი
12554 11-ს მოსწონს
|