კულტურა როგორ ცხოვრობენ ირანში? აკრძალული წესები თეირანში! 2016, 15 აპრილი, 13:13 ირანის ისლამური რესპუბლიკა — სახელმწიფო აზიის სამხრეთ-დასავლეთით. დედაქალაქი — თეირანი. ჩრდილოეთ-დასავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სომხეთსა და თურქეთს, დასავლეთით ესაზღვრება ერაყს, აღმოსავლეთით ავღანეთსა და პაკისტანს.
ირანი არის ერთ-ერთი უძველესი სახელმწიფო მსოფლიოში. პირველი პროტოირანული სახელმწიფო ელამი წარმოიშვა ჩ.წ.-მდე III ათასწლეულში. დარიუს I-ის დროს (550 — 486 წლებში) ირანის სახელმწიფო გადაჭიმული იყო საბერძნეთიდან მდინარე ინდამდე. ირანი არის ზოროასტრიზმის (მაზდეანობის) შექმნის ადგილი. XVI საუკუნესთვის ირანის რელიგია ხდება მაჰმადიანობა. 1979 წელს ირანში მოხდა ისლამური რევოლუცია აიათოლა ჰომეინის ხელმძღვანელობით, რომლის შედეგადაც ირანში გაუქმდა მონარქია და შეიქმნა ისლამური რესპუბლიკა. დასავლეთ აზიაში ირანის ეკონომიკას უკავია მეორე ადგილი განვითარების მხრივ და ასევე არის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე ტექნოლოგიურად განვითარებული სახელმწიფო. დასაშვებია თუ არა ირანში ფლირტი? აკრძალვების ქვეყანაში ცხოვრება ნამდვილად ძალიან რთულია. ირანში ფლირტი სასტიკად აკრძალულია. თუ ახალგაზრდებს შორის ფლირტი ფიქსირდება, მათ აუცილებლად დააკავებენ და დააკისრებენ ფულად ჯარიმას, იშვიათად აპატიმრებენ. ახალგაზრდების ფლირტისთვის განკუთვნილი სპეციალური ადგილები არსებობს დედაქალაქ თეირანში. ქვემოთ მოცემულ ფოტოში ნახავთ იმ ადგილს, სადაც ახალგაზრდა წყვილები ერთმანეთს ჩუმად ხვდებიან. თუ ბიჭებს და გოგონებს ერთმანეთი მოეწონათ, საკონატქო ნომრებს ავტომობილის მინებიდან ცვლიან... შეიძლება თუ არა დედაქალაქ თეირანში ჩილიმის მოწევა? დედაქალაქ თეირანში კანონების თანახმად, ჩილიმის მოწევა სასტიკად აკრძალულია ირანელ ქალებისთვის, თუმცა სოციალურ ქსელში გვხვდება ამ საკითხის საპირისპირო პასუხები. ახალგაზრდა გოგონები არ ერიდებიან ჩილიმის მოწევას და ასეთი ფოტოების სოც-ქსელებში განთავსებას... შეიძლება თუ არა ბილიარდის თამაში თეირანელი ქალებისთვის? საბილიარდოში ქალების შესვლა აკრძალულია, თუმცა ირანელი გოგონები თვლიან, რომ ეს აკრძალვა მეტისმეტად გადაჭარბებულია და ეს მხოლოდ გასართობი სპორტია, რომლის თამაშის უფლება როგორც მამაკაცებს, ასევე ქალებსაც უნდა ჰქონდეთ... შეიძლება თუ არა საცურაო აუზში ქალების და მამაკაცების ერთდროულად ყოფნა? როგორც ყველა ზემოთ ჩამოთვლილი, საცურაო აუზში მამაკაცების და ქალების ერთდროულად ცურვაც სასტიკად არის აკრძალული. ამ შემთხვევაში მამაკაცებს თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ 4-5 წლით... დასაშვებია თუ არა როკ-მუსიკა ირანში? ცნობილია, რომ ირანში როკს კრძალავენ, ვინაიდან მას ეშმაკების მუსიკად თვლია. მაგრამ როგორც ამ ფოტოში ხედავთ, ირანელი ახალგაზრდები ერთობიან როკ-მუსიკით. თეირანში აკრძალულია სილამაზის სალონები! მოგახსენებთ, რომ ირანულ კულტურაში აკრძალულია სილამაზის სალონები. ზემოთ მოცემულ ფოტოში ხედავთ სილამაზის სალონად გადაკეთებულ საცხოვრებელ სახლს, სადაც ირანელი ქალბატონები მაკიაჟს არ იკლებენ. ერთადერთი წესი რაც ამ ფოტოში დაცულია არის მამაკაცების არყოფნა... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2110 12-ს მოსწონს
|