სიახლეები 5 ყველაზე გავრცელებული მითი დიეტის შესახებ, რა არ უნდა მივირთვათ სინამდვილეში. 2016, 14 აპრილი, 10:05 დიეტის შესახებ რჩევებს ყველგან ვხედავთ, გაზეთში, ფეისბუქ პოსტებში და ასევე ტელევიზორში, . მაგრამ რა არის სინამდვილე? რა არის მითი და რა რეალობა? წარმოგიდგენთ 5 ყველაზე გავრცელებულ მითს დიეტის შესახებ. 1)იოგურტი კარგია დიეტის დროს. ეს მითია. რადგან მასში ბევრი შაქარია. 2) არაქისის კარაქი კარგია და ბევრ პროტეინს შეიცავს. ის ნამდვილად შეიცავს პროტეინებს მაგრამ 75 % კალორიაა მასში. 3) აუცილებლად მიირთვით საუზმე, ის აუცილებელია. ეს მოსაზრებაც მითია, რადგან საუზმე ცხიმებისა და კალორიებისაგან შედგება უმეტესად და თუ თქვენ დიეტაზე ხართ თავი უნდა შეიკავოთ. 4)კარტოფილი ასუქებს და შოკოლადი არა. ესეც ყველაზე დიდი მითია, რადგან კარტოფილი აუცილებელ მინერალებს შეიცავს, შოკოლადში კი ბევრი ქიმიური ნარევია.( ნამდვილი შოკოლადის გარდა) 5) სალათა კარგია დიეტის დროს, ის ხელს უწყობს წონის კლებას. ესეც სამწუხაროდ მითია, რადგან ზოგიერთ სალათაში დიდი რაოდენობითაა არაჟანი და ასევე უფრო ხშირად მაიონეზი რაც დიდი მტერია წონაში კლებისათვის. იკვებეთ ჯანსაღად და მიირთვით ჯანსაღი პროდუქტი. 204 2-ს მოსწონს
|