x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რა უჯდება ლენინის შენახვა რუსეთის ბიუჯეტს
image2016 წელს ლენინის ნეშტის შენახვისთვის რუსეთის მთავრობამ ბიუჯეტიდან 14 მილიონი რუბლი გამოყო.


ცნობილი გახდა თუ რამდენი უჯდება ვლადიმერ ლენინის დაბალზამირებული გვამი რუსეთის ბიუჯეტს.მარტო მისი ნეშტის მოვლისთვის 2016 წელს 13, 81 მილიონი რუბლია გამოყოფილი, იუწყება პორტალი госзакупок-ი.


მომსახურეობის შეკვეთას აძლევს დაცვის ფედერალური სამსახური, ხოლო შემსრულებელია ერთი ფირმა, რომელიც სამედიცინო-ბიოლოგიურ მანიპულირებას ახდენს.


პროლეტერიატის ბელადი ჯერ კიდევ 1924 წლის 21 იანვარს გარდაიცვალა და იმის შემდეგ აგერ უკვე ლამისაა საუკუნეა მისი დაბალზამირებული მუმია მოსკოვის მავზოლეუმში ინახება.



სულ ცოტა ხნის წინ გამოცემა "Комсомольская правда"-მ თავიანთი მკითხველები გამოკითხა, რომელშიც 8 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რუსების 38%-ს მიაჩნია, რომ საბჭოთა კავშირის კომუნისტური (ბოლშევიკური) პარტიის დამაარსებელი, რუსეთში ოქტომბრის 1917 წლის რევოლუციის ერთ-ერთი ლიდერი, ვლადიმერ ლენინი უნდა დარჩეს მავზოლეუმში, ხოლო 62%-ს მიაჩნია, რომ იგი უნდა დაიმარხოს.

image

1
570
10-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
570
  
2016, 13 აპრილი, 9:10
სატანა!!!!!!!!!!! ალბათ, არც ეღირსება დამარხვა!
0 1 1