x
image
მოზამბიკელი
9 აპრილი გორში
დღეს ქალაქ გორში 9 აპრილის სკვერში დღევანდელ დღეს დაღუპულთა ხსოვნის

საპატივსაცემოთ ღონისძიება გაიმართა. გორის კულტურის ცენტრის აღსაზრდელებმა რამდენიმე რექვიემი წარმოადგინეს.

image

image


ქალაქის მერმა და საკრებულოს წევრებმა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და შეკრებილ

მოქალაქეებთან ერთად დაღუპულთა სულებს პატივი მიაგეს.

imageimage

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მთავრობის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა ქალები, მათ შორის იყვნენ სკოლის მოსწავლეებიც. დაღუპულთა გარდა იყვნენ დაჭრილები, დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე მომიტინგე, ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შეეწირნენ.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

0
71
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
71
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0