კულტურა 30 წელი გავიდა! რა ხდება დღეს ჩერნობილში? 2016, 8 აპრილი, 11:00 ჩერნობილის კატასტროფა - 1986 წლის 26 აპრილს უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარია. ეს იყო ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა ისტორიაში. ბირთვული აფეთქების შედეგად რეაქტორი მთლიანად დაინგრა, რამაც მისი მიმდებარე ვრცელი ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება გამოიწვია. ის შეფასებულია, როგორც უდიდესი ავარია ატომური ენერგეტიკის ისტორიაში, როგორც დაღუპულთა და მისგან დაშავებულ ადამიანთა რაოდენობით, ისე ეკოლოგიური დაბინძურებითა დაეკონომიკური ზიანით.
ავარიის შედეგად გაჩენილმა რადიოაქტიურმა ღრუბელმა გადაიარა სსრკ-ის ევროპული ნაწილი, აღმოსავლეთი ევროპა, სკანდინავია, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ს აღმოსავლეთი ნაწილი. რადიოაქტიური ნალექის 60% დაილექა ბელორუსიის ტერიტორიაზე. დაბინძურებული ზონიდან ევაკუირებული იყო დაახლოებით 200 000 ადამიანი. მსოფლიოს ყველაზე დიდი ბირთვული კატასტროფა ჩერნობილში განხორციელდა. უბედური შემთხვევის თარიღი 1986 წლის 27 აპრილია. მას შემდეგ, გავიდა 30 წელი და ამ ხნის განმავლობაში ჩერნობილში ცხოვრება შეუძლებელია... ჩერნობილის მუშების უმეტესობა ქალაქ პრიპიატში ცხოვრობდნენ, რომელიც კატასტროფის ადგილთან ძალიან ახლოს მდებარეობს. აფეთქებიდან დაახლოებით 3 საათში ქალაქის ევაკუაცია დაიწყო. 30 წელი გავიდა და დღემდე არცერთი მოქალაქე არც ჩერნობილში და არც პრიპიატში არ დაბრუნებულა. კარანტინის ზონაში დადგმულია რკინის გუმბათი, რომლის სიმაღლე 105, სიგრძე -150, ხოლო სიგანე -260 მეტრაა. ეს გუმბათი იცავს დედამიწას ამ 4 დაბინძურებული რეაქტორისგან. კატასტროფის გამო ტერიტორიიდან 200 000 ადამიანი ევაკულირებულ იქნა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ზუსტი ციფრებს დღემდე არ ასახელებენ. რადიაციულ დასხივებამ ადამიანებზე ძლიერად ვერ იმოქმედა, რადგან შინაურ ცხოველებთან ერთად ტერიტორია მალევე დატოვეს... თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც ქალაქში დარჩენა ამჯობინეს, რა მოუვიდათ მათ ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი... ბოლო პერიოდში, აკრძალულ ტერიტორიაზე გავრცელდნენ მტაცებლები. განსაკუთრებით მგლების რაოდენობა ჭარბობს... კრიტიკოსების აზრით, მგლების მომრავლება გამოწვეულია ადამიანების ნაკლებობით. ისინი ფიქრობენ, რომ მგლები ჩერნობილში ადამიანებზე ნადირობენ..... Current Biology-ზე გავრცელებული სტატიის თანახმად, ტერიტორიაზე რადიაცია ნელ-ნელა ქრება. ცხოველების დასახლება და მომრავლება რადიაციის გაქრობას არ ნიშნავს - ამტკიცებს პორთსმუტის უნივერსიტეტის პროფესორი. მისი აზრით ეს არის უბედური შემთხვევა, რადგან ამ ცხოველებს შეუძლიათ რადიაციის გავრცელება მსოფლიო მასშტაბით... აქვე მინდა მოგახსენოთ, ჩერნობილის ლეგენდებზე. ინტერნეტ სივრცეში, რამოდენიმე საიტზე, მათ შორის youtube-შიც ვრცელდება ვიდეოები ჩერნობილის მუტანტების შესახებ. მკვლევარების განცხადებით, ჯერ მსგავსი არსებები ტერიტორიაზე არ უნახავთ. თუმცა ერთ-ერთ მათგანს 3 მეტრის სიგრძის ორ-თავიანი გველი შეუნიშნავს, თუმცა ბოლომდე არ არის დარწმუნებული, ორ თავიანი იყო თუ ორი სხვადასხვა გველი. ყველაფრის დასამტკიცებლად ფაქტებია საჭირო... სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 5173 16-ს მოსწონს
|