x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135805
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
გიგი დედალამაზიშვილის და ნიკა გვარამიას კრიტიკას პასუხობს-" ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში... გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა."
image
ჯგუფი "მგზავრები" 9 აპრილს კონცერტის გასამართად გაემგზავრება პეტერბურგში. ამ ინფორმაციამ ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართულ სოციალურ და ინტერნეტ სივრცეში. ცნობილი ქართველებიც ღიად და ზოგიერთი ძალიან მწვავედ აფიქსირებს თავის აზრს .

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელზე "მგზავრების" რუსეთში გამგზავრებას საკმაოდ უცენზურო სტატუსით გამოეხმაურა:


"უკრაინაში ცალი კალოშით ჩასულები და იქ ფეხზე დამდგარები, რუსეთს გაეშურნენ. თან 9 აპრილს იმღერებენ (თუ იმას, რასაც შვრებიან, სიმღერა ქვია).

ო, მაღალო ღმერთებო, თქვენ შე@@@ით ყველა გამ@@@@@@@@@ს.
გმადლობთ."


image


ჯგუფი "მგზავრების" სოლისტის გიგი დედალამაზაშვილის და ნინი განსაკუთრებით ნიკა გვარამიას კომენტარმა გააღიზიანა. აი რას წერს ნინი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე":


"პატრიოტებო"! პირველ რიგში ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლება, პოზიციის დაფიქსირების, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ადამიანებს აქვთ უფლება მოწონდეთ ან არ მოწონდეთ ჯგუფი "მგზავრების" მუსიკა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში მომდიოდა წერილები, მირეკავდნენ ჟურნალისტები და მინდა რომ ყველას გაგცეთ პასუხი. დიდი მადლობა ყველას ვისაც ვუყვარვართ, მაგრამ მოგიწოდებთ, რომ გინებით და ლანძღვით ნუ პასუხობთ სიძულვილის და "დედის გინების" ენაზე მოსაუბრე ანგაჟირებულ ადამიანს. ჯგუფი მგზავრები წლებია უკრაინაში არიან, დასახელდნენ წლის საუკეთესო ჯგუფათ, წლების მანძილზე სრული ანშლაგით მართავენ კონცერტებს, მათი საკონცერტო ტურნე 1 წლით ადრე არის გაწერილი. ამაზე აქცენტი არ კეთდება და ესეთი გამოხმაურებაც არ მახსოვს "მგზავრების" წარმატებაზე, ესეც გასაგებია, აქ ბედნიერებას და წარმატებას ვერ გპატიობენ. მიხარია რომ ლოკალურ სივრცეში არ დარჩნენ და წარმატებას სხვადასხვა ქვეყანაში მიაღწიეს, განვითარდნენ- რაც ყველაზე დიდი მონაპოვარია.
რაც შეეხება 9 აპრილს დაგეგმილ კონცერტს, რომელიც პეტერბურგში გაიმართება, პატრიოტიზმია ოკუპანტ ქვეყანაში მოახერხო ამ თემას შეეხო! ადვილია ოთახში შეკეტილმა სოციალურ ქსელში პუტინს აგინო, როდესაც იცი რომ ამის გამო ფიზიკურად ვერავინ შეგეხება. "მგზავრები" პეტერბურგში აქცია-კონცერტს გეგმავს, ვიდეო ინსტალაციით, წუთიერი დუმილით. ჩვენი იარაღი ჩვენი საქმეა, ჩვენი იარაღი არის სტერეოტიპების მსხვრევა ახალ თაობაში, რომ "გრუზინი" ის არ არის რაც მათ გონიათ. გიგი ოკუპანტების ქვეყანაში მუდმივად აფიქსირებს თავის პოზიციას, მათ შორის უკრაინის თემაზეც.
პ.ს ნიკა გვარამიას დიდ პატივს ვცემ, უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებ, ბევრს მიაღწია კალოშით ჩამოსულმა თბილისში, მაგრამ ყველა იგივე რთულ გზას არ გადის, გიგის უფრო გაუმართლა და კალოშით არ მოუწია კიევში ჩასვლა, იღბლიანია... ძალიან ვაფასებ ნიკას ბიოგრაფიას, რომ თავისითავი შექმნა, ალბათ გადაღლილია და "ქართველი ვაჟკაცივით" დედის გინებაზეა გადასული...
ამასობაში მგზავრები აგრძელებენ ტურნეს მთელი წელი გაწერილია მომავალი თვის ბილეთები წინასწარ გაყიდული.
საზოგადოებრივი ინიციატივა მაქვს რომ ტალახის სროლის ფესტივალი მოაწყოს სახელმწიფომ, ამაზე დიდ სიამოვნებას ბრბო მაინც ვერაფრისგან იღებს.
წარმატებულ დღეს გისურვებთ!"image

0
337
2-ს მოსწონს
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
337
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0