x
მეტი
  • 28.12.2024
  • სტატია:139088
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512613
250 დაღუპული ცხოველი აღმოაჩინეს ზოოპარკში დაბრუნებულმა თანამშრომლებმა!

პალესტინის ქალაქ ხან-იუნისში, რომელიც სექტორ ღაზას ტერიტორიაზეა, 2007 წელს გაიხსნა მშვენიერი ზოოპარკი . ადგილობრივმა ბიზნესმენმა მოჰამედ ავაიდამ ასობით ათასი დოლარის ინვესტიცია ჩადო ზოოპარკში _South Forest Park.


აქ ასობით ეგზოტიკური ცხოველი დასახლდა, მათ შორის ისეთი დიდებული ცხოველები, როგორიცაა ლომი, ვეფხვი... ყველაფერი ისე ჩანდა, რომ ზოოპარკს ნათელი მომავალი უნდა ჰქონოდა. მაგრამ 2014 წლის ზაფხულში ის გადაიქცა
მისი მკვიდრებისთვის ნამდვილ საკონცენტრაციო ბანაკად...

ამ პერიოდში ხან- იუნსის ტერიტორიაზე გამწვავდა პალესტინა- ისრაელის კონფლიქტი, გამოწვეული ისლამური ორგანიზაციის, ჰამასის ტერაქტებით. ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა საპასუხო ზომები მიიღეს და ხან-იუნისი სამხედრო კონფლიქტის ცენტრში მოექცა.
image


მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ზოოპარკი დაშორებული იყო დაბომბვის ადგილიდან, გასაგები მიზეზების გამო მისი თანამშრომლები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთი მოვალეობების შესრულებას.

ფაქტია, ცხოველები შიმშილით დაიხოცნენ იმიტომ, რომ არავინ იყო მათი პატრონი...

image



image


რამდენიმე მამაცი ადამიანი სროლების ფონზე შეეცადა და შეაღწია ზოოპარკში. საკვების დარჩენილი რეზევიდან გამოკვებეს ცხოველები, მაგრამ მარაგი ძალიან მალე ამოიწურა. ასეთი დიდი რაოდენობის ცხოველებისთვის შეუძლებელი იყო საკვების მიწოდების ორგანიზება...

image
ყველაზე ჯიუტი და მამაცი თანამშრომლებიც კი დანებდნენ და მიატოვეს ცხოველები ბედის ანაბარა...

imageimage

როცა ხან- იუნისის რაიონში მდგომარეობა დასტაბილურდა, ზოოპარკის თანამშრომლები დაბრუნდნენ სამსახურში.

მათ იქ უსაშინლესი სურათი დახვდათ!

imageimage

თითქმის 250 დაღუპული ცხოველი...მხოლოდ 20 გადაურჩა შიმშილით სიკვდილს. პალესტინის მშრალმა და ქარიანმა კლიმატმა გვამებს გახრწნის საშუალება არ მისცა, მუმიად გადააქცია.

image

ზოოპარკი ხან-იუნისში კიდევ ერთი მაგალითია იმის შესახსენებლად, თუ რა საშინელების მომტანია ომი...

image


იმის გამო, რომ ხელისულებაში ადამიანებმა არ იციან რაა კომპრომისი- იტანჯება ყველა ცოცხალი არსება დედამიწაზე.


image



ეს კადრები ყოფილი ზოოპარკიდან, ამის დადასტურებაა სწორედ!


image






შენიშვნის სახით: ისრაელ -პალესტინის საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპა 1 960 -ზემეტი პალესტინელი და 67 ადამიანი ისრაელის ტერიტორიაზე...

4
1368
12-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1368
  
2016, 15 ივლისი, 0:10
კი. ეს უკვე დასუფთავების პროცესის დროსაა გადაღებული..
2016, 14 ივლისი, 11:17
ერთ გალიაში შეაგროვეს სურათის გადასაღებად თუ რა ხდება?
2016, 8 აპრილი, 17:08
ომი, რა თქმა უნდა, საშინელებაა, მაგრამ ეს უფრო გულგრილობის ბრალია, ასე მგონია.
2016, 7 აპრილი, 17:21
:-(
0 1 4