x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
როგორია უცხოელების თვალით დანახული ქართველები და საქართველო

image

ნებისმიერი მოგზაურობის დროს კონკრეტულ ქვეყანაში ტურისტებს იმ ქვეყნის ტრადიციებს, კულტურას და წეს-ჩვეულებებს აცნობენ, ანუ რა უნდა გაითვალისწინოს ვიზიტიორმა კონკრეტულ ქვეყანაში მოგზაურობის დროს.როგორია უცხოელების თვალით დანახული საქართველო და რა დარიგებებს აძლევენ მათ? ვფიქრობ საინტერესოა გავეცნოთ უცხოური სტეროეტიპი ქართველებზე და საქართველოზე.თუმცა სანამ კონკრეტულად თემაზე გადავიდოდეთ, უნდა ავღნიშნო, რომ ზოგიერთი შეხედულება საქართველოზე და ქართველებზე აშკარად მოძველებულია და ღიმილისმომგვრელიც, ხოლო ზოგი ინფორმაცია აშკარად მცდარი.გავეცნოთ ზოგიერთ მათგანს.


***მრავალსართულიან სახლებში მუშაობს ლიფტი, რომელიც ფასიანია, უნდა ჩააგდოთ მონეტა რომ მაღლა ახვიდეთ.დაშვება უფასოა.


***საქართველოში ერთ-ერთი ღირშესანიშნაობაა თეთრეულის სახალხოდ გამოფენა, -გასაშრობათ აივნებს იყენებენ.



***თუ სტუმრად იყავით, დათვერით და საჭესთან ხართ დასაჯდომი, გამოიძახეთ პატრული, ისინი სახლამდე მიგაცილებენ.საერთოდ საქართველოში პატრული ძალზე ყურადღებიანი და კეთილგანწყობილია ტურისტების მიმართ.

image

*** ნუ გაგიკვირდებათ თუ დაინახავთ, რომ ორი მამაკაცი ერთმანეთს კოცნის.ეს მიღებული ტრადიციაა საქართველოში.


*** საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს ცენტრალური გათბობა.მოსახლობის უმეტესობა დამონტაჟებულ გამათბობლებს იყენებს.



***სუფრაზე მთავარია თამადა, ჩვეულებრივ ის ან მანპიძელია ან სტუმარი(პატივცემული ადამიანი).გაითვალიწინეთ, არ შეიძლება თამადას სიტყვა ჩამოართვათ, მისი სიტყვა კანონია.


***სადღეგრძელო-ეს არის წმინდა რიტუალი ქართულ სუფრაზე.თუ გადღეგრძელებენ დააცადეთ სანამ ყველა სუფრის წევრი არ იტყვის სიტყვას და შემდეგ მოიხადეთ სამადლობელო.

image

*** თუ სტუმრად მიხვალთ ქართველის ოჯახში არ გაიძროთ ფეხსაცმელი, ეს ძალზე გაანაწყენებს მასპინძელს.


***თუ დაინახავთ, რომ ქართველი ხელით მიირთმევს ხორცს, არ გაგიკვირდეთ, ეს არაა ცუდი აღზრდის ან მანერის ბრალი.ქართველებში მიღებულია მწვადის და ნაციონალური კერძის, -ხინკლის ხელით ჭამა.პირიქით, თუ თქვენ ხინკალს ჩანგალს ჩაარჭობთ, არა მარტო ბრიყვულ სიტუაციაში აღმოჩნდებით, არამედ თვით ამ კერძის დაგემოვნების არსსაც დაკარგავთ.

image


*** ქართველისთვის ოჯახი წმინდაა! ისინი ძალზე უფრთხილდებიან მშობლებს და მეგობრებს, ხოლო მამის სიტყვა კანონია!


*** საქართველოში, შეუძლებელია, რომ უარი თქვა ქორწილში მიწვევაზე, რადგან ეს არის ოჯახის დიდი შეურაცხყოფა, და არაა გამორიცხული, რომ ამ ფაქტმა ორ ოჯახს შორის მტრობაც გამოიწვიოს.


***საქართველოში საინტერესო ტრადიციაა, მოეწონება ყველა ქალს:ყველა ნათესავი ვალდებულია პატარძალს აჩუქოს ოქროს სამკაული, მტრისას თუ ვინეს დაავიწყდა ამის გაკეთება.

image

*** საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღესაცაა შემორჩენილი ქალის მოტაცება.


*** საქართველი ღვინის სამშობლოდ ითვლება.


*** ქართველები ოთახში არ ეწევიან.


***თოვლი საქართველოში იშვიათობაა


***ნუ იქნებით სტეროტიპიული.მაღალმთიანი რეგიონებში პრაქტიკულად არ სვამენ ღვინოს.

image

***საქართველო -მართლმადიდებელი ქვეყნაა, თუმცა ბევრს სხვაგვარად ჰგონია.


*** საქართველოში ავტომობილები ყველაზე იაფია.


***მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველო გერმანიის მხარეს იბრძოდა.


*** ქუთაისი-ეს არის სიდიდით მეორე ქალაქი საქართველოში და კანონიერი ქურდების დედაქალაქი.


*** ქართველებს სამი ანბანი აქვთ.





3
496
8-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
496
  
2016, 7 აპრილი, 12:16
კი კარგთან ერთად ბევრი ცუდი ტრადიციაც გვაქვს, განსაკუთრებით გასაშრობად გაფენილი და აფრიალებული თეთრეული და საცვლები...
2016, 7 აპრილი, 11:59
მეც ძალიან გამივიკვირდა ეგ...კიდევ ბევრი უზუსტობა...მაგალითად ოქროს სამკალუზე ..გადამტერებულ ოჯახებზე....ისე დანარჩენი ძირითად რეალურია
2016, 7 აპრილი, 11:56
ვერ არიან კარგად, 350 000 კაცი ფაშიზმთან ბრძოლას შევწირეთ და გერმანელების მხარეს იბრძოდნენო.
1 ანბანი გვაქვს და 3 ენა...
ასეა ძმაო დაათრობენ ბატიწ ჭუკივით უცხოელებს და წერენ მერე საოცრებებს სიმართლის პარალელურად.
საინტერესო სტატიაა მთლიანობაში
0 1 3