x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
ის 14 წლის მანძილზე თავს ვერ ატრიალებდა და იცით რატომ?
მადაგასკარის რეზიდენტმა, ოთხი შვილის დედა ლილაომ არ მიანიჭა განსაკუთრებული მნიშვნელობა პატარა ბორცვს, რომელიც მარჯვენა ლოყაზე გაუჩნდა. ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ კი მისი ზომა მკვეთრად გაიზარდა და 5 კგ-ს მიაღწია. საშინელი "დეფექტის" გამო მასწვალებელმა დაკარგა სამსახური და იმედიც, რომ როდისმე ამ პრობლემას ეშველებოდა.


image


50 წლის ლილაომ მიაკითხა ადგილობრივ ექიმებს, რომლებმაც განუცხადეს, რომ ეს მათ ძალებს არ აღემატებოდა. სასოწარკვეთილი ქალი რვა საათიან რიგშიც კი იდგა საავადმყოფო "Mercy Ships"-ის ექსპერტებისგან თუნდაც რჩევები მიეღო და იმედოვნებდა, რომ ისინი დააკვალიანებდნენ როგორ მიემართა ქირურგისთვის, რომელიც მის შემთხვევას უშველიდა.


როგორც იქნა, 2015 წლის ნოემბერში გახდა შესაძლებელი "მოტივტივე საავადმყოფოში" ჩაწერა, რომელიც გემზე მდებარეობდა და იმ დროისათვის მათ ტერიტორიაზე გაჩერდა. ორ დღეში კი დაინიშნა ოპერაცია, რომელიც წარმატებით ჩატარდა და ლილაო გათავისუფლდა ამ საშინელი გამონაზარდისგან.



imageimage


"ბედნიერებაა, როდესაც ერთ დილასაც გავიღვიძე და 14 წლის შემდეგ პირველად ვნახე სახეზე აღარაფერი მქონდა. მოვიპოვე ნანატრი თავისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ მისგან ტკივილებს არ განვიცდიდი, უბრალოდ ზომის ზრდამ განაპირობა უარყოფითი ფაქტორები- თავის შემოტრიალება აღარ შემეძლო, კომპლექსების გამო ქუჩაში შარფით ვინიღბავდი და ასევე ძილის დროს მქონდა უდიდესი დისკომფორტი. საბედნიეროდ ჩემს სოფელშიც მხოლოდ ფიზიკური კრიტერიუმებით არავინ მაფასებდა, მე და ჩემს მეუღლეს- ალბერტს ყველა დადებითად გვეპყრობოდა, მადლობა მათ ამისთვის.


როდესაც მადაგასკარში ადგილობრივ საავადმყოფოს მივაკითხე, მითხრეს მკურნალობის გადასახადი წინასწარ უნდა შემეტანა, რომლის ღირებულება 400 00 მალაგასიური არიარია, რაც 115 $-ს უდრის. ბუნებრივია სახსრები არ გაგვაჩნდა, თუმცა განვადება გავაკეთე და დავუწყე ჩემს რიგს ლოდინი, უცებ კი განმიცხადეს, რომ ოპერაცია არ ჩატარდებოდა, რადგან ადგილობრივი ქირურგები მსგავს შემთხვევაში ვერ ერკვევოდნენ და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას არ აიღებდნენ. გაურკვეველი მიზეზების გამო კი გადახდილი თანხა უკან არ გადმომირიცხეს. მორალურად და ფინასნურად უიმედოდ დარჩენილმა ფარ-ხმალი დავყარე, თუმცა მადლობა ჩემს ალბერტს, შთამაგონა, რომ რაკიღა მეზობელ სოფელში მსგავსი შემთხვევა პატარა ბიჭუნას ჰქონდა, ჩემთვისაც იქნებოდა საშველი. გავიკითხეთ და აღმოჩნდა, რომ ბიჭუნას ოპერაცია ჩაუტარდა აფრიკის მცურავ საავადმყოფოში "Mercy Ships", რომელიც გემზე მდებარეობდა. ის იყო საქველმოქმედო საავადმყოფო სოციალურად დაბალი ფენებისთვის, რომელთაც სამკურნალო ხარჯების გადახდა არ შეეძლოთ. სიხარულით გავემართე და რვა საათიან რიგში ვიდექი, სადაც ჩემს გარდა 200 პაციენტი იყო სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობებით.


გასაუბრების და კონსულტაციის შემდეგ გადმომეცა მითითება წინა საოპერაციოდ და 2015 წლის ნოემბერში ეს სასწაული მოხდა. ქირურგებმა ამოიღეს ჩემი მარჯვენა ლოყიდან 5 კგ-ნი სიმსივნე, ბორტზე კი ოპერაციის შემდგომი მკურნალობის გამო ორი კვირა მომიწია დარჩენა. ძალიან ბედნიერი და რა თქმა უნდა ჯანმრთელი ვარ და ველოდები პოზიტიურ ცვლილებებს, რომ კვლავ შევძლებ მასწავლებლად მუშაობას და საოჯახო, პლანტაციების ბიზნესშიც ჩაბმას. უღრმესი მადლობა ასეთ საოცარ გუნდს და სრულიად "Mercy Ships"-ის პერსონალს, რომლებმაც უსასყიდლოდ ასეთი სიკეთე და თან არაერთი გააკეთეს, ყველას მოგიწოდებთ, ვისაც დახმარება გჭირდებათ, აუცილებლად გაითვალისწინეთ მათი არსებობა და თქვენი უიმედობა და ტკივილი უმალ გაქრება"- გულახდილად ისაუბრა ლილაომ ინტერვიუს დროს.


image


P.S. მე მხოლოდ ის დამრჩენია წარმატებები ვუსურვო ქალბატონ ლილაოს.

2
884
22-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
884
  
2016, 6 აპრილი, 14:28
დიდი მადლობა გუჯა.
2016, 6 აპრილი, 14:25
საოცრებაა და გავაზიარე
0 1 2