x
image
alex999
საკვების საინტერესო მანერებით გამორჩეული 10 ქვეყანა!

საკვების მირთმევის დროს ყოველთვის არსებობს გარკვეული ადათ-წესები.

მაგალითად ჭამის დროს ვიძახით, რომ ლაპარაკი არ შეიძლება, მაგრამ ეს წესი

ხშირად იღვრება იმ შემთხვევაში, როდესაც მაგიდაზე ხალხმრავლობაა, ასეთ

სიტუაციაში სიჩუმის შენარჩუნება ძალზედ რთულია. მოდი ახლა გადავხედოთ

საკვების საინტერესო მანერებით გამორჩეულ 10 ქვეყანას, მთელი მსოფლიოდან.




1. ნიგერია


image


უცნაური წესი ნიგერიაში. თუ კვერცხი მოგწონთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ხართ

ქურდი. ნიგერიელი მშობლები თავის შვილებს კვერცხს არც ერთ შემთხვევაში არ

აჭმევენ.



2. ინგლისი


image


მიზეზი უცნობია, მაგრამ ბრიტანეთის ქვეყნებში საჭმლის სერვისი ყოველთვის

მაგიდის მარცხენა მხრიდან უნდა დაიწყოს. თუ შეცდომით მარჯვნიდან დაიწყებთ და მაგიდაზე იჯდება "ნაღდი ინგლისელი", აუცილებლად მოგცემთ შენიშვნას შემდეგი

სიტყვებით: "თქვენ იცნობთ ნორვიჩის ეპისკოპოსს?" ამ შენიშვნიდან გამომდინარე

სერვისის მანევრი უნდა შეცვალოთ. ეს წესი ინგლისში თითქმის აღარ მოქმედებს,

მაგრამ XXI საუკუნის დაწყებამდე საკმაოდ მკაცრ ადათ-წესებს შორის იყო

გათვალისწინებული.




3. ცენტრალური აზიის ქვეყნები


image


ცენტრალური აზიის ბედუინებთან თუ მიირთმევთ ყავას, მაშინ ფინჯანი აუცილებლად

უნდა ატრიალოთ ხელში რამოდენიმეჯერ. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ ერთ ჭიქას

დაგისხავენ.




4. ბრაზილია


image


ბრაზილიაში თუ შეხვალთ სტეიკის რესტორანში, მიმტანები ამ საკვებს ხელით

მოგართმევენ, ამასთან ერთად აუცილებლად თქვენს მაგიდაზე იდება ქვითარი.

ქვითრის ერთი მხარე არის მწვანე, ხოლო მეორე წითელი. თუ რაიმეს მირთმევას

აპირებთ, მაშინ ქვითარი უნდა შეატრიალოთ მწვანე მხარეზე, თუ არა წითელ

მხარეზე.





5. ესტონეთი



image


ესტონეთში არის ჩვეული წესი. პური თუ ძირს დავარდა, აიღებენ სამჯერ აკოცენებ და

შუბლზე დაიდებენ. ეს წესი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია გავრცელებული, მათ შორის

საქართველოშიც.




6. ეგვიპტე


image


ეგვიპტეში თუ სამარილეს ხელს გააწვდით ეს მიმტანების ან მზარეულების

შეურაწყოფა ითვლება.




7. მექსიკა


image


მექსიკელები საჭიროდ არ თვლიან ტაჩოს ჭამას დანა-ჩანგლით. მათი აზრით ეს არის

გადამეტებული თვისება და აქედან გამომდინარე ტაჩოს ხელით მიირთმევენ.




8. საქართველო


image


ძალიან სასიამოვნოა როდესაც უცხოურ წყაროში საქართველოს შესახებ ინფორმარციია

დადებული, მითუმეტეს საკვებზე. წყაროს თანახმად ქართულ სუფაზე აუცილებლად

უნდა იყო ღვინო. უნდა ითქვას სადღეგრძელოები და დაიცალოს ჭიქები ბოლომდე.




9. გერმანია


image


გერმანია მსოფლიო კულტურის ერთ-ერთი კერაა. აქ ხელით მხოლოდ პურის

მირთმევა შეგიძლიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასპინძელი თქვენით უკმაყოფილი

დარჩება.




10. ტანზანია

image


ტანზანიაში უცნაური წესი არსებობს. როდესაც სადმე გვპატიჟობენ, ვცდილობთ, რომ

არ დავაგვიანოთ, მაგრამ ტანზანიაში დროზე ადრე მისვლა მასპინძელის შეურაწყოფად

ითვლება. აქედან გამომდინარე სტუმრები ყოველთვის, მინიმუმ 20 წუთით აგვიანებენ.







იხილეთ ასევე:


http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/72468-(7 გულისამრევი საკვები, რომლებსაც ალბათ არასოდეს არ შეჭამთ!)


image

















სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი






1
309
12-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
309
  
2016, 5 აპრილი, 22:58
ირანში სტუმარი დანაყრების შემთხვევაში თუ არ ამოაბოყინებდა ჯიგრიანად, მასპინძლის შეურაცხყოფად ითვლებოდა, ახლა შეიძლება, შეიცვალა ეს წესი.
0 1 1